ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Korean Air საქართველოსა და კორეას შორის ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

korean air tbilisi

Korean Air georgia2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონურ ჩარტერული ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Korean Air -ი იწყებს. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირდაპირი ავიამიმოსვლა ინჩეონსა და თბილისის აეროპორტს შორის 22 მაისს, 5 და 20 ივნისს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ კორეან ეარ -მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული ფრენები 2018 და 2019 წლებშიც განახორციელა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს საჰაერო ხაზზე მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 2024 წლის 2 მაისს მიანიჭა.

Korean Air დაარსდა 61 წლის წინ – 1962 წლის ივნისსში და წარმოადგენს სამხრეთ კორეის უდიდესს ავიაკომპანიას ფლოტის ზომის, საერთაშორისო მიმართულებებისა და საერთაშორისო ფრენების მიხედვით. ავიაკომპანია ოპერირებს სეულის გიმპოს საერთაშორისო აეროპორტიდან და სეული ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტიდან.

შეიძინეთ Korean Air -ის ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

Exit mobile version