Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები გერმანიის მიმართულებით

გერმანიის ავიაბილეთები

გერმანია  ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ქვეყანაა, რაზეც ნამდვილად მეტყველებს ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა. მისი საინტერესო და მდიდარი ისტორია, რომელიც გადმოცემულია  ძველებური და ფერწერული არქიტექტურით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით, ტაძრებთა და მონუმენტებით, ასევე, პეიზაჟები, მთები და ტყეები, გემრიელი კერძები და ლუდი ნებისმიერ ვიზიტორს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეუქმნის და აუცილებლად შეაყვარებს თავს.

ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია, რომ ასეთ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო და უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება. ავიაბილეთების გერმანიის მიმართულებით შეძენა საქართველოს სამივე აეროპორტიდან არის შესაძლებელი და რაც მთავარია, უკვე ბევრ ქალაქში სრულდება რეისები და ემატება ახალი მიმართულებებიც.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეისათვის გერმანიის 4 ქალაქში სრულდება პირდაპირი ფრენა. ესენია : ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი და მემინგენი. რეისებს ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს და ავიაბილეთებს საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს.

ბერლინი გერმანიის დედაქალაქია და განსაკუთრებით ბევრ ტურისტს იზიდავს ყოველწლიურად. ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება 150-დან 300 ლარის ფარგლებში მერყეობს, დამოკიდებულია იმაზე თუ რა პერიოდში და რამდენი ხნით ადრე შეიძენთ მას.

ქუთაისი ბერლინი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
21 ნოემბერი 202624 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 467 -დან
5 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 548 -დან
21 იანვარი 202726 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 338 -დან

მიუნხენსა და მემინგენს საერთო აეროპორტი აქვთ და ფრენა ამ ორ ქალაქში ერთი რეისით სრულდება, ორი გზის ავიაბილეთის შეძენას კი 200 ლარადაც  შეძლებთ თუ სწორ პერიოდს შეარჩევთ. რაც შეეხება დორტმუნდს, ამ შემთხვევაშიც გაქვთ შესაძლებლობა საკმაოდ ბიუჯეტური მოგზაურობა მოიწყოთ, რადგან ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 250 ლარს შეადგენს.

ქუთაისი მემინგენი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
20 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 392 -დან
14 დეკემბერი 202621 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 640 -დან
18 იანვარი 202725 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 315 -დან

ავიაბილეთები გერმანიის მიმართულებით კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება, რადგან ქუთაისის აეროპორტიდან 2020 წლის ივლისიდან პირდაპირი რეისები ემატება ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა : კიოლნი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი. ხოლო 2020 წლის დეკემბრიდან ფრენები დაიწყება ნიურბერგის მიმართულებითაც. გერმანიის ამ ულამაზეს ქალაქებში დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობას საკმაოდ კომფორტულად და ბიუჯეტურ ფასად შეძლებთ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ მოხვედრას პირდაპირი თუ ტრანზიტული რეისით. ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბერლინში, ხოლო Lufthansa მიუნხენში პირდაპირ რეისებს გვთავაზობს. ბერლინის ორი გზის ავიაბილეთებს 700-დან 850 ლარის ფარგლებში შეიძენთ,

თბილისი ბერლინი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
14 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 915 -დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 595 -დან
16 იანვარი 202723 იანვარი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 584 -დან

ხოლო მიუნხენის მიმართულებით ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 900-დან 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს და ამ ავიაკომპანიით მგზავრობისას საკმაოდ ხარისხიანი სერვისის მიღებას შეძლებთ.

თბილისი მიუნხენი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
16 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Lufthansaავიაბილეთები 667 -დან
4 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Lufthansaავიაბილეთები 732 -დან
27 იანვარი 202731 იანვარი 2027Lufthansaავიაბილეთები 634 -დან

ავიაბილეთებს გერმანიის მიმართულებით სულ მალე ირლანდიური ავიაკომპანია რაინეარი შემოგვთავაზებს. თბილისის აეროპორტიდან 2020 წლის 1 აპრილიდან გახდება შესაძლებელი გერმანიის კიდევ ერთ ქალაქში, კიოლნში პირდაპირი რეისით მგზავრობა. თუ ავიაბილეთებს დროულად შეიძენთ და სწორ თარიღებს შეარჩევთ, თქვენი ბიუჯეტი ორმხრივი ბილეთის შეძენისას 250 ლარს არ გადააჭარბებს.

ისეთ ქალაქებში გამგზავრება, სადაც პირდაპირი რეისები არ სრულდება, ტრანზიტულ ფრენას საკმაოდ ბევრი ავიაკომპანია გვთავაზობს, თუმცა ყველაზე მეტი არჩევანი თურქულ ავიაკომპანიებს პეგასუსს და Turkish Airlines– ს აქვს. დუსელდორფი, შტუტგარდი, ჰანოვერი, დრეზდენი, ჰამბურგი, ფრანკფურტი, ბრემენი და კიდევ მრავალი სხვა იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც პეგასუსით საკმაოდ მისაღებ ფასად, Turkish Airlines-ით კი საკმაოდ კომფორტულად იმგზავრებთ.

ამავე ქალაქებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეძლებთ გერმანიის ავიაბილეთების  შეძენას თურქეთის ავიახაზებით.

როგორც ხედავთ, გერმანიის მიმართულებით საკმაოდ დიდი არჩევანია, მთავარია შეხვიდეთ AVIA.GE-ს ვებსაიტზე ან გადმოტვირთოთ აპლიკაცია და საკმაოდ მარტივად და კომფორტულად შეარჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად.

Exit mobile version