ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Wings / ჯეორჯიან ვინგს

ავიაკომპანია ჯეორჯიან ვინგსი

Georgian Wings -ი ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება. ,,ჯეოსქაი” 2017 წლიდან დღემდე წარმატებით ოპერირებს, როგორც სატვირთო საჰაერო გადამზიდავი, მსოფლიოს ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა ახლახანს მან ახალი სამგზავრო მიმართულება დაამატა და მისი საქმიანობის სფეროს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები წარმოადგენს.

ჯეორჯიან ვინგს –ის პირველი სამგზავრო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ბათუმის მიმართულებით 28 ივლისს განხორციელდება. სამომავლოდ კი ავიაკომპანია ფრენების დაწყებას თურქეთის, კერძოდ სამსუნისა და ტრაპიზონის მიმართულებითაც გეგმავს.

,,ჯეოსქაი“-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, მოპოვებული აქვს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მსოფლიო მასშტაბით ოპერირების უფლებით, ასევე გააჩნია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი და მოპოვებული აქვს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) TCO ავტორიზაცია.

Georgian Wings -ის ფლოტი

ავიაკომპანია ძირითადად ქართული საფრენოსნო და საინჟინრო-ტექნიკური მაღალკვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული.

მგზავრთა გადაყვანას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მაღალი სერვისით და სტანდარტებით, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული საჰაერო ხომალდითB737-800-ით განახორციელებს.

დღეის მდგომარეობით geosky ცნობილია როგორც დარგის ლიდერი და საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშე, რომელიც ავიატორთა მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს.

თუ გეგმავთ ისარგებლოთ georgian wings -ის მომსახურებით, გაეცანით რეგისტრაციისა და ბარგის გადატანის პოლიტიკას:

  • რეგისტრაცია

ამ დროისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ აეროპორტში. რეგისტრაციის დახლი გამგზავრებამდე 1 საათით ადრე იხსნება და გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე იხურება. აეროპორტში რეგისტრაციის გავლა უფასოა.

  • ბარგი

ბარგის გადადატანისას არ არსებობს შეზღუდვა ჩანთების რაოდენობაზე, თუ მათი საერთო წონა არ აღემატება დასაშვებს. მაგალითად, თუ გაქვთ 20 კგ-იანი ბარგის ატანის შესაძლებლობა, შეგეძლოთ თან იქონიოთ ერთი 20 კგ-იანი ჩანთა ან ორი 10 კგ-იანი ჩანთა, ან ჩანთების ნებისმიერი კომბინაცია, რომელთა ჯამური წონა არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს.

მაგრამ, თუ თქვენ თან 50 კგ-იანი ბარგი მიგაქვთ, მოგიწევთ თან იქონიოთ მინიმუმ 2 ჩანთა, რადგან არცერთი ჩანთა არ შეიძლება აღემატებოდეს 32 კგ-ს.

ბარგის შემწეობა დამოკიდებულია მგზავრის მიერ არჩეული ტარიფის ტიპზე:

  • Promo Economy – 5 კგ ხელბარგი – ჩასაბარებელი ბარგი არ შედის
  • Lite Economy – 5 კგ ხელბარგი – ჩასაბარებელი ბარგი არ შედის
  • Standard Economy – 5 კგ ხელბარგი – ჩასაბარებელი ბარგი 10 კგ.
  • Plus Economy – 7 კგ ხელბარგი – ჩასაბარებელი ბარგი 20 კგ.

გაითვალისწინეთ, ბარგზე წონის გადაჭარბების შემთხევაში, დაგეკისრებათ დამატებითი გადასახადი.

მგზავრებს ასევე საშუალება აქვთ გადაიტანონ სხვადასხვა სახის დამატებითი ნივთი, მათ შორის სპორტული ინვენტარი და მუსიკალური ინსტრუმენტები, ასევე სალონით გადაიყვანონ შინაური ცხოველი.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად. ნებისმიერი მიმართულებით ფრენების დასაჯავშნად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version