Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways აპრილიდან რომში, ფორლიში და მილანში იფრენს

Georgian Airways new destinations

Georgian Airways ევროპული მიმართულებების გაფართოებას განაგრძობს და 2025 წლის აპრილიდან იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის ორ ახალ ქალაქში – რომსა და ფორლიში. ამასთან ერთად, გაგრძელდება ფრენები მილანშიც, რაც კიდევ უფრო მეტ ალტერნატივას სთავაზობს ქართველ მოგზაურებს, ბიზნესსექტორსა და სამედიცინო ტურიზმის მომხმარებლებს.

ტურისტების საყვარელი ქალაქი რომი, Georgian Airways-ის მარშრუტების რუკაზე, 26 აპრილიდან დაბრუნდება. ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია შაბათ-კვირას დაგეგმილი მოკლე ტურებისთვისაც. რომი უნიკალური ქალაქია, რომელიც მოგზაურებს სთავაზობს დაუვიწყარ გამოცდილებას – ვატიკანი, კოლიზეუმი, პიაცა ნავონა, ტრივის შადრევანი და უგემრიელესი იტალიური სამზარეულო.

თბილისი რომი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 207 -დან
19 დეკემბერი 202626 დეკემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 648 -დან
2 იანვარი 20276 იანვარი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 638 -დან

 

24 აპრილიდან ჯეორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან იწყებს ფრენებს იტალიის ქალაქ ფორლიში, რომელიც განთქმულია სამედიცინო ტურიზმით. ფრენები შესრულდება კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს. ფორლი ემილია-რომანიას რეგიონის მშვიდი და მყუდრო ქალაქია, სადაც მგზავრებს დახვდებათ ევროპული დონის სამედიცინო ცენტრები, თერმული სპა-კურორტები, გამაჯანსაღებელი და რეაბილიტაციის პროგრამები. ეს ქალაქი იდეალურია როგორც სამკურნალო, ისე დასასვენებელი ვიზიტებისთვის.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ბერლინი7 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 930 -დან
ლარნაკა4 ნოემბერი 20266 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 911 -დან
ნიცა18 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 282 -დან
ნოვოსიბირსკი2 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 290 -დან
რომი20 თებერვალი 202724 თებერვალი 2027Georgian Airwaysავიაბილეთები 1 205 -დან

 

Georgian Airways ასევე აგრძელებს ფრენებს მილანში – კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. მილანი არა მხოლოდ მოდის და ბიზნესის დედაქალაქია, არამედ შესანიშნავი საწყისი წერტილია მთელი ჩრდილოეთ იტალიის აღმოსაჩენად.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways -ის ყველა ფრენა შესრულდება დღის საათებში, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version