ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways აპრილიდან რომში, ფორლიში და მილანში იფრენს

Georgian Airways new destinations

Georgian Airways ევროპული მიმართულებების გაფართოებას განაგრძობს და 2025 წლის აპრილიდან იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იტალიის ორ ახალ ქალაქშირომსა და ფორლიში. ამასთან ერთად, გაგრძელდება ფრენები მილანშიც, რაც კიდევ უფრო მეტ ალტერნატივას სთავაზობს ქართველ მოგზაურებს, ბიზნესსექტორსა და სამედიცინო ტურიზმის მომხმარებლებს.

ტურისტების საყვარელი ქალაქი რომი, Georgian Airways-ის მარშრუტების რუკაზე, 26 აპრილიდან დაბრუნდება. ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია შაბათ-კვირას დაგეგმილი მოკლე ტურებისთვისაც. რომი უნიკალური ქალაქია, რომელიც მოგზაურებს სთავაზობს დაუვიწყარ გამოცდილებას – ვატიკანი, კოლიზეუმი, პიაცა ნავონა, ტრივის შადრევანი და უგემრიელესი იტალიური სამზარეულო.

თბილისი რომი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
4 მარტი 202611 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 199 -დან
1 აპრილი 20268 აპრილი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 357 -დან
9 მაისი 202623 მაისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 369 -დან

 

24 აპრილიდან ჯეორჯიან ეარვეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან იწყებს ფრენებს იტალიის ქალაქ ფორლიში, რომელიც განთქმულია სამედიცინო ტურიზმით. ფრენები შესრულდება კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს. ფორლი ემილია-რომანიას რეგიონის მშვიდი და მყუდრო ქალაქია, სადაც მგზავრებს დახვდებათ ევროპული დონის სამედიცინო ცენტრები, თერმული სპა-კურორტები, გამაჯანსაღებელი და რეაბილიტაციის პროგრამები. ეს ქალაქი იდეალურია როგორც სამკურნალო, ისე დასასვენებელი ვიზიტებისთვის.

Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი31 იანვარი 20267 თებერვალი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 014 -დან
ლარნაკა31 იანვარი 202614 თებერვალი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 623 -დან
ნიცა14 თებერვალი 202618 თებერვალი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 027 -დან
ნოვოსიბირსკი16 თებერვალი 202614 მარტი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 086 -დან
რომი4 თებერვალი 202614 თებერვალი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 939 -დან

 

Georgian Airways ასევე აგრძელებს ფრენებს მილანში – კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევსა და კვირას. მილანი არა მხოლოდ მოდის და ბიზნესის დედაქალაქია, არამედ შესანიშნავი საწყისი წერტილია მთელი ჩრდილოეთ იტალიის აღმოსაჩენად.

აღსანიშნავია, რომ Georgian Airways -ის ყველა ფრენა შესრულდება დღის საათებში, რაც მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version