Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways-მა თელ ავივის მიმართულებით ოპერირება შეწყვიტა

tel avivi tbilisi

2023 წლის 22 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Georgian Airways -მა თელ-ავივის მიმართულებით ოპერირება შეაჩერა. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. ავიაკომპანიის მიერ ისრაელში ფრენების შეჩერება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული.

ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, თუმცა ის კვლავ განაგრძობს მუშაობას!

რაც შეეხება ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე:

როგორც ცნობილია საქართველოს ავიახაზები -ს  განცხადებით, კომპანიამ 22 ოქტომბრიდან შეაჩერა ფრენები თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.

თუმცა, ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: ისრაელის ავიახაზები , Israir , ARKIA .

თბილისი თელ-ავივი

Departure atReturn atAirlineFind tickets
10 September 202614 September 2026EL ALავიაბილეთები 522 -დან
21 October 202631 October 2026Israir Airlinesავიაბილეთები 463 -დან
9 November 202611 November 2026Israir Airlinesავიაბილეთები 461 -დან

 

ამასთან, კომპანია Georgian Airways -ი ამატებს ყოველდღიურ ფრენებს თბილისი ლარნაკა , ლარნაკა თბილისი -ს მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამზგავრების მსურველთ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები – აღნიშნულის საელჩოს განცხადებაში.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version