ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Georgian Airways-მა თელ ავივის მიმართულებით ოპერირება შეწყვიტა

tel avivi tbilisi

2023 წლის 22 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Georgian Airways -მა თელ-ავივის მიმართულებით ოპერირება შეაჩერა. ამის შესახებ ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. ავიაკომპანიის მიერ ისრაელში ფრენების შეჩერება საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული.

ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, თუმცა ის კვლავ განაგრძობს მუშაობას!

რაც შეეხება ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე:

როგორც ცნობილია საქართველოს ავიახაზები -ს  განცხადებით, კომპანიამ 22 ოქტომბრიდან შეაჩერა ფრენები თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან.

თუმცა, ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები: ისრაელის ავიახაზები , Israir , ARKIA .

თბილისი თელ-ავივი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
3 მარტი 202616 მარტი 2026El Al Israel Airlinesავიაბილეთები 537 -დან
22 აპრილი 202627 აპრილი 2026El Al Israel Airlinesავიაბილეთები 601 -დან
5 მაისი 202610 მაისი 2026El Al Israel Airlinesავიაბილეთები 602 -დან

 

ამასთან, კომპანია Georgian Airways -ი ამატებს ყოველდღიურ ფრენებს თბილისი ლარნაკა , ლარნაკა თბილისი -ს მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეეძლებათ ისრაელიდან საქართველოში გამზგავრების მსურველთ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები – აღნიშნულის საელჩოს განცხადებაში.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

Exit mobile version