ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საფრანგეთში ათასობით ფრენა უქმდება

საფრანგეთში ფრენები უქმდება

2024 წლის დასაწყისში საფრანგეთში ათასობით ფრენა გაუქმდება, რაც საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობითაა გამოწვეული. ცვლილებები გავლენას იქონიებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო რეისებზე.

თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ან აპირებთ პარიზში გამგზავრებას, ან პარიზის გავლით სხვა დანიშნულების ადგილზე მოხვედრას, თვალყური უნდა ადევნოთ ფრენის სტატუსს და გაეცნოთ ავიაკომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

საერთო ჯამში, იანვარსა და თებერვალში დაგეგმილი 16 ათასზე მეტი რეისი გაუქმდება. 

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 მაისი 202424 მაისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 294 -დან
11 ივნისი 202416 ივნისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 313 -დან
7 ივლისი 202414 ივლისი 2024Georgian Airwaysავიაბილეთები 1 683 -დან

 

Air France -მა უკვე გამოაცხადა, რომ 4200-ზე მეტ მოკლე და საშუალო მანძილის ფრენას აუქმებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიაკომპანია Air France პირდაპირ ფრენას პარიზის ჩარლზ დე გოლის აეროპორტიში ახორციელებს. ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან პირდაპირ ავიამიმოსვლას ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს, რომელიც ბოვე ტილის აეროპორტის მიმართულებით დაფრინავს.

ქუთაისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
23 მაისი 202430 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 521 -დან
4 ივნისი 202411 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 627 -დან
18 ივლისი 202423 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 676 -დან

 

„სარემონტო სამუშაოების“ გამო, ფრანგულ და უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც რეისებს პარიზში ახორციელებენ სთხოვეს, რომ 9 იანვრიდან 14 თებერვლამდე 20%-ით შეამცირონ ფრენების რაოდენობა დედაქალაქის საჰაერო ჰაბის აეროპორტებშიშარლ დე გოლი, ორლი, ბოვე და ლე ბურჟე. ავიაკომპანიები თავად გადაწყვეტენ აღნიშნულ პერიოდში რომელ ფრენებს არ განახორციელებენ.

საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარიზის აეროპორტებში ფრენის კონტროლის სისტემის მოდერნიზება დაწყებულიყო, რომელსაც 1970-იანი წლებიდან დიდი ცვლილებები არ განუცდია. ამიტომ, ადგილობრივ სპეციალისტებს ახლა სისტემის დაახლოებით 80%-ის შეცვლა უწევთ.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე და გაემგზავრეთ სასურველი მიმართულებით საუკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version