Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ეტიჰად ავიახაზები / Etihad Airways

Etihad Airways Georgia

არაბთა გაერთიანებული საემიროებს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი 2003 წელს დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ დიდი წარმატებით ოპერირებს როგორც თავისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Etihad Airways -ის მთავარი ბაზა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტშია, ხოლო მთავარი ოფისი ხალიფა სითიში მდებარეობს. მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვის გამო, ეტიჰადის ავიახაზები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად ითვლება.

Etihad Airways-ი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ავიამიმოსვლასაც ასრულებს. კვირაში დაახლოებით 1000 რეისს ახორციელებს და იმ ავიაკომპანიების მცირე ჩამონათვალში შედის, რომლებსაც ყველა კონტინენტზე აქვთ ფრენები, მიმართულებების რაოდენობა კი 81-მდე აღწევს.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, ის 117 ხომალდისგან შედგება, რომლებშიც Airbus-ის და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავები შედის. ავიაკომპანიას რომ საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილი თვითმფრინავები ჰყავს, ამაზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც მეტყველებს. 2018 წლისთვის ეტიჰადის ავიახაზები 14.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული ავიაკომპანია მალე საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას.

2020 წლის მარტიდან Etihad Airways-ი აბუ-დაბი – თბილისი -აბუ-დაბის მიმართულებით იწყებს პირდაპირი ფრენების შესრულებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეძლონ კომფრტული მგზავრობა და ხარისხიანი სერვისის მიღება.

თბილისი აბუდაბი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივლისი 202631 ივლისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 001 -დან
5 აგვისტო 20267 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 984 -დან
9 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 873 -დან
7 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 864 -დან
13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 906 -დან
3 დეკემბერი 20269 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაGulf Airავიაბილეთები 1 037 -დან
2 თებერვალი 20279 თებერვალი 2027პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 999 -დან
12 მარტი 202716 მარტი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 180 -დან
1 მაისი 20275 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 610 -დან
Exit mobile version