ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ეტიჰად ავიახაზები / Etihad Airways

Etihad Airways Georgia

არაბთა გაერთიანებული საემიროებს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი 2003 წელს დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ დიდი წარმატებით ოპერირებს როგორც თავისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Etihad Airways -ის მთავარი ბაზა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტშია, ხოლო მთავარი ოფისი ხალიფა სითიში მდებარეობს. მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვის გამო, ეტიჰადის ავიახაზები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად ითვლება.

Etihad Airways-ი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ავიამიმოსვლასაც ასრულებს. კვირაში დაახლოებით 1000 რეისს ახორციელებს და იმ ავიაკომპანიების მცირე ჩამონათვალში შედის, რომლებსაც ყველა კონტინენტზე აქვთ ფრენები, მიმართულებების რაოდენობა კი 81-მდე აღწევს.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, ის 117 ხომალდისგან შედგება, რომლებშიც Airbus-ის და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავები შედის. ავიაკომპანიას რომ საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილი თვითმფრინავები ჰყავს, ამაზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც მეტყველებს. 2018 წლისთვის ეტიჰადის ავიახაზები 14.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული ავიაკომპანია მალე საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას.

2020 წლის მარტიდან Etihad Airways-ი აბუ-დაბი – თბილისი -აბუ-დაბის მიმართულებით იწყებს პირდაპირი ფრენების შესრულებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეძლონ კომფრტული მგზავრობა და ხარისხიანი სერვისის მიღება.

თბილისი აბუდაბი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 ივლისი 202527 ივლისი 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 750 -დან
11 აგვისტო 202516 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 733 -დან
4 სექტემბერი 202511 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 865 -დან
10 ოქტომბერი 202515 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 818 -დან
27 ნოემბერი 20257 დეკემბერი 2025პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 889 -დან
1 დეკემბერი 20258 დეკემბერი 20251 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 908 -დან
6 მარტი 202622 მარტი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 1 009 -დან
Exit mobile version