Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისიდან აბუ-დაბის მიმართულებით Etihad Airways იფრენს

etihad airways georgia

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საჰაერო მიმოსვლა კიდევ ერთი  მიმართულებით იწყება და საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. სულ მალე თბილისი – აბუ დაბის მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია ეტიჰად ავიახაზები შეასრულებს.

Etihad Airways-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2003 წლის ივლისში დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს თავის საქმიანობას. მისი მთავარი ბაზა აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტშია და ავიარეისებს 81 მიმართულებით ახორციელებს.

2013 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Etihad Cargo სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს, ხოლო 2020 წლის მარტიდან აბუ დაბში პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. ზაფხულის პერიოდში კი პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

არაბთა გაერთიანებული საემიროები და კერძოდ, აბუ დაბი, მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია და მოგზაურების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა.

ულამაზესი სანაპიროები, თანამედროვე ცათამბჯენები,  საშოპინგო მეგაცენტრები და სხვადასხვა საინტერესო ღირსშესანიშნაოებები – ეს ყველაფერია, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულად აქცევს.

საქართველოს მოქალაქეებს კი მალე საშუალება ექნებათ ასეთ საოცარ ქალაქში პირდაპირი რეისით გაემგზავრონ და დაუვიწყარი დღეები გაატარონ.

თბილისი აბუ დაბი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
14 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 938 -დან
7 დეკემბერი 202610 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 060 -დან
19 იანვარი 202721 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 878 -დან
10 თებერვალი 202717 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 914 -დან
5 მარტი 20279 მარტი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 134 -დან
20 აპრილი 202730 აპრილი 20271 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 030 -დან
23 სექტემბერი 20273 ოქტომბერი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 937 -დან
Exit mobile version