ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისიდან აბუ-დაბის მიმართულებით Etihad Airways იფრენს

etihad airways georgia

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საჰაერო მიმოსვლა კიდევ ერთი  მიმართულებით იწყება და საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. სულ მალე თბილისი – აბუ დაბის მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია ეტიჰად ავიახაზები შეასრულებს.

Etihad Airways-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 2003 წლის ივლისში დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს თავის საქმიანობას. მისი მთავარი ბაზა აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტშია და ავიარეისებს 81 მიმართულებით ახორციელებს.

2013 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Etihad Cargo სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებს, ხოლო 2020 წლის მარტიდან აბუ დაბში პირდაპირ ფრენებს დაიწყებს. ზაფხულის პერიოდში კი პირდაპირი რეისები ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

არაბთა გაერთიანებული საემიროები და კერძოდ, აბუ დაბი, მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია და მოგზაურების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა.

ულამაზესი სანაპიროები, თანამედროვე ცათამბჯენები,  საშოპინგო მეგაცენტრები და სხვადასხვა საინტერესო ღირსშესანიშნაოებები – ეს ყველაფერია, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულად აქცევს.

საქართველოს მოქალაქეებს კი მალე საშუალება ექნებათ ასეთ საოცარ ქალაქში პირდაპირი რეისით გაემგზავრონ და დაუვიწყარი დღეები გაატარონ.

თბილისი აბუ დაბი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 ოქტომბერი 20256 ნოემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 865 -დან
12 ნოემბერი 202514 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 749 -დან
1 დეკემბერი 20257 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 876 -დან
13 იანვარი 202620 იანვარი 20261 ᲒაჩერებაBBN Airlinesავიაბილეთები 779 -დან
22 თებერვალი 20263 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 973 -დან
16 მარტი 202626 მარტი 20262 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 1 071 -დან
29 აპრილი 20267 მაისი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 949 -დან
Exit mobile version