ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ მოვხვდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?

კოპენჰაგენის აეროპორტი

გადაწყვიტეთ გაემგზავროთ კოპენჰაგენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

კოპენჰაგენის აეროპორტი მხოლოდ 7 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 4 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი, ავტობუსი, მეტრო და პირადი ტრანსფერი.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

კოპენჰაგენის აეროპორტიდან ტაქსით ან კერძო ტრანსფერით მგზავრობა ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია ქალაქის ცენტრში მოსახვედრად. ტაქსი ხელმისაწვდომია 24/7-ზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ნორმალური მოძრაობის პირობებში, ტაქსით მგზავრობას ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

თქვენ შეგიძლიათ ტაქსის რიგები ტერმინალის 2 და 3 ჩამოსვლის დარბაზების გარეთ იპოვოთ. ისინი ადვილად შესამჩნევია მათი ყვითელი ფერისა და შავ-ყვითელი ტაქსის ნიშანის გამო.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?

კოპენჰაგენის აეროპორტიდან ავტობუსით მგზავრობა შედარებით ნელი ვარიანტია ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად, მაგრამ ყველაზე ბიუჯეტური. No 5A ავტობუსი მუშაობს ასევე 24/7-ზე.

კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურამდე გზას ნორმალური მოძრაობის პირობებში დაახლოებით 35 წუთი სჭირდება.

სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?

კოპენჰაგენის აეროპორტის ავტოსადგური შეგიძლიათ იხილოთ 2 და 3 ტერმინალებს შორის.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მეტროთი და მატარებლით?

კოპენჰაგენისაეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლისა და მეტროს ხაზი მუშაობს 24/7-ზე.

სად მდებარეობს მეტროს და მატარებლის სადგური?

მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალიდან მიემგზავრება. მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალში მიემგზავრება.

თუ თქვენი თვითმფრინავი მე-2 ტერმინალზე დაეშვება, არ ინერვიულოთ, რადგან ორივე ტერმინალი ერთმანეთისგან სულ მცირე მანზილითაა დაშორებული, რომელიც ფეხით მარტივი დასაფარია. თუმცა, თუ ტერმინალ 1-ში ჩახვალთ, არის აეროპორტის უფასო ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ 5 წუთში მიგიყვანთ ტერმინალ 3-მდე.

თბილისი კოპენჰაგენი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
8 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 681 -დან
15 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 683 -დან
8 ივლისი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 715 -დან
15 ივლისი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 766 -დან
14 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 795 -დან
15 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 795 -დან
14 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 798 -დან
14 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 798 -დან
14 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 798 -დან
14 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 798 -დან
14 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 798 -დან
14 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 798 -დან
14 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 798 -დან
11 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 799 -დან
14 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 802 -დან
11 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 803 -დან
7 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 842 -დან
22 ივლისი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 863 -დან
8 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 864 -დან
4 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 877 -დან
5 ივლისი 20263 Გაჩერებაავიაბილეთები 889 -დან
6 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 902 -დან
11 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 906 -დან
9 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 927 -დან
15 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 927 -დან
8 ივლისი 2026პირდაპირიავიაბილეთები 933 -დან
5 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 943 -დან
22 ივლისი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 960 -დან
20 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 975 -დან
8 ივლისი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 986 -დან

კოპენჰაგენის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines –ი და Turkish Airlines –ი გვთავაზობენ. აღნიშნული ავიაკომპანიები სტამბოლის გავლით მოგახვდრებენ დანიშნულების ადგილზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან კი თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის რეისით. ვიზეარით შეგიძლიათ ჩაფრინდეთ ვარშავის ფრედერიკ შოპენის აეროპორტში, იქედან კი ავიაკომპანია LOT -ით გაემგზავროთ კოპენჰაგენის აეროპორტში.

კოპენჰაგენის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version