ავიაბილეთები ყველაზე იაფად

როგორ მოვხვდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში?

კოპენჰაგენის აეროპორტი

გადაწყვიტეთ გაემგზავროთ კოპენჰაგენის მიმართულებით , თუმცა არ იცით, როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში? ეს სტატია დაგეხმარებათ დეტალურად გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალებები ემსახურება აეროპორტს და როგორ შეგიძლიათ გადაადგილდეთ ქალაქის ცენტრის მიმართულებით.

კოპენჰაგენის აეროპორტი მხოლოდ 7 კმ-ით არის დაშორებული ქალაქის ცენტრიდან და ტრანსპორტირების 4 საშუალებას გვთავაზობს, ესენია: ტაქსი, ავტობუსი, მეტრო და პირადი ტრანსფერი.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ტაქსით?

კოპენჰაგენის აეროპორტიდან ტაქსით ან კერძო ტრანსფერით მგზავრობა ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტია ქალაქის ცენტრში მოსახვედრად. ტაქსი ხელმისაწვდომია 24/7-ზე, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ნორმალური მოძრაობის პირობებში, ტაქსით მგზავრობას ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

როგორ ავიყვანოთ ტაქსი?

თქვენ შეგიძლიათ ტაქსის რიგები ტერმინალის 2 და 3 ჩამოსვლის დარბაზების გარეთ იპოვოთ. ისინი ადვილად შესამჩნევია მათი ყვითელი ფერისა და შავ-ყვითელი ტაქსის ნიშანის გამო.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსით?

კოპენჰაგენის აეროპორტიდან ავტობუსით მგზავრობა შედარებით ნელი ვარიანტია ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად, მაგრამ ყველაზე ბიუჯეტური. No 5A ავტობუსი მუშაობს ასევე 24/7-ზე.

კოპენჰაგენის ცენტრალურ სადგურამდე გზას ნორმალური მოძრაობის პირობებში დაახლოებით 35 წუთი სჭირდება.

სად მდებარეობს ავტობუსების სადგური?

კოპენჰაგენის აეროპორტის ავტოსადგური შეგიძლიათ იხილოთ 2 და 3 ტერმინალებს შორის.

როგორ მივიდეთ კოპენჰაგენის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მეტროთი და მატარებლით?

კოპენჰაგენისაეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მატარებლისა და მეტროს ხაზი მუშაობს 24/7-ზე.

სად მდებარეობს მეტროს და მატარებლის სადგური?

მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალიდან მიემგზავრება. მეტრო და მატარებელი აეროპორტიდან მე-3 ტერმინალში მიემგზავრება.

თუ თქვენი თვითმფრინავი მე-2 ტერმინალზე დაეშვება, არ ინერვიულოთ, რადგან ორივე ტერმინალი ერთმანეთისგან სულ მცირე მანზილითაა დაშორებული, რომელიც ფეხით მარტივი დასაფარია. თუმცა, თუ ტერმინალ 1-ში ჩახვალთ, არის აეროპორტის უფასო ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ 5 წუთში მიგიყვანთ ტერმინალ 3-მდე.

თბილისი კოპენჰაგენი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
18 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 643 -დან
26 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 658 -დან
25 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 736 -დან
31 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 761 -დან
27 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 812 -დან
29 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 822 -დან
29 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 823 -დან
10 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 828 -დან
28 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 834 -დან
9 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 834 -დან
30 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 840 -დან
30 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 848 -დან
29 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 852 -დან
30 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 853 -დან
11 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 888 -დან
12 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 042 -დან
10 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 070 -დან
14 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 072 -დან
11 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 098 -დან
13 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 121 -დან
13 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 133 -დან
27 დეკემბერი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 1 134 -დან
24 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 182 -დან
14 დეკემბერი 20253 Გაჩერებაავიაბილეთები 1 184 -დან
18 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 222 -დან
18 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 234 -დან
15 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 235 -დან
18 დეკემბერი 20252 Გაჩერებაავიაბილეთები 1 240 -დან
16 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 259 -დან
14 დეკემბერი 20251 Გაჩერებაავიაბილეთები 1 261 -დან

კოპენჰაგენის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines –ი და Turkish Airlines –ი გვთავაზობენ. აღნიშნული ავიაკომპანიები სტამბოლის გავლით მოგახვდრებენ დანიშნულების ადგილზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან კი თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ის რეისით. ვიზეარით შეგიძლიათ ჩაფრინდეთ ვარშავის ფრედერიკ შოპენის აეროპორტში, იქედან კი ავიაკომპანია LOT -ით გაემგზავროთ კოპენჰაგენის აეროპორტში.

კოპენჰაგენის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

Exit mobile version