ავიაბილეთები ყველაზე იაფად

China Southern Airlines-ი თბილისიდან ფრენებს აახლებს

tbilisi urumchi

ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines -ი 3 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. როგორც China Southern Airlines -ის წარმომადგენელმა AviaNews-სს განუცხადა, ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 27 იანვრიდან კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე – კვირაში 3 სიხშირით.

თბილისი ურუმჩი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 მარტი 20257 აპრილი 2025პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 482 -დან
3 აპრილი 202512 აპრილი 2025პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 048 -დან
4 აპრილი 202518 აპრილი 2025პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 071 -დან
10 აპრილი 202517 აპრილი 2025პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 117 -დან
27 ოქტომბერი 20251 ნოემბერი 2025პირდაპირიChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 174 -დან

 

​ავიაკომპანია რეისებს 2023 წლის 25 მარტამდე ყოველ პარასკევს შესრულებს. ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, 2022 წლის 23 დეკემბერს მიანიჭა.

კოვიდპანდემიის დაწყებამდე ავიაკომპანია თბილისი-პეკინი-თბილისი საჰაერო ხაზზე ფრენებს ქალაქ ურუმჩის გავლით ახორციელებდა. ამ ეტაპისათვის, ზამთრის სეზონზე ავიაკომპანია ​თბილისიდან მხოლოდ ურუმჩის მიმართულებით იფრენს, თუმცა ზაფხულში, მოთხოვნის შემთხვევაში პეკინის დამატებასაც განიხილავს.

China Southern Airlines ბოლო რეისი თბილისის აეროპორტის მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განახორციელა. ავიაკომპანია კი ქართულ ავიაბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.

ურუმჩის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version