Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Azimuth კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით იფრენს

Azimuth Tbilisi

რუსული ავიაკომპანია Azimuth კრასნოდარის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ამატებს. ფრენები 2025 წლის 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 11 სექტემბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც კრასნოდარის აეროპორტი 2022 წლის თებერვლიდან დაკეტილი იყო, ნაწილობრივ აღდგა. ეს აეროპორტი იმ 11 ობიექტს შორის იყო, სადაც ფრენები შეჩერდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ფუნქციონირება, ისევე როგორც ელისტისა და გელენჯიკის აეროპორტების, ეტაპობრივად აღდგა.

Azimuth ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Mineralnye Vody11 August 202613 August 2026Azimuthავიაბილეთები 351 -დან
Ufa5 February 202719 February 2027Azimuthავიაბილეთები 634 -დან

აზიმუტი მგზავრებს, რომლებსაც მანამდე მინერალნიე ვოდიდან ან სოჭიდან ჰქონდათ შეძენილი ავიაბილეთები, თბილისის ან დუბაის მიმართულებით, კრასნოდარიდან გასაფრენ რეისებზე მათი გადაცვლის შესაძლებლობას სთავაზობს. ავიაბილეთების გადაცვლა 2026 წლის 28 მარტამდე იქნება შესაძლებელი, თუმცა ამჟამად თბილისი კრასნოდარი კრასნოდარი თბილისი -ს რეისებზე რეისების დაჯავშნა მხოლოდ 24 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ავიაბილეთის საწყისი ფასი 16,200 რუბლი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2023 წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით აღდგა. პირველი რეისი კი Azimuth -მა 19 მაისს შეასრულა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version