ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Azimuth კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით იფრენს

Azimuth Tbilisi

რუსული ავიაკომპანია Azimuth კრასნოდარის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ამატებს. ფრენები 2025 წლის 23 სექტემბრიდან დაიწყება და კვირაში 2-ჯერ შესრულდება.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს 11 სექტემბრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც კრასნოდარის აეროპორტი 2022 წლის თებერვლიდან დაკეტილი იყო, ნაწილობრივ აღდგა. ეს აეროპორტი იმ 11 ობიექტს შორის იყო, სადაც ფრენები შეჩერდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ფუნქციონირება, ისევე როგორც ელისტისა და გელენჯიკის აეროპორტების, ეტაპობრივად აღდგა.

Azimuth ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
კრასნოდარი24 მარტი 202631 მარტი 2026Azimuthავიაბილეთები 494 -დან
მინვოდი21 მარტი 202625 მარტი 2026Azimuthავიაბილეთები 376 -დან
უფა27 მარტი 20263 აპრილი 2026Azimuthავიაბილეთები 783 -დან

აზიმუტი მგზავრებს, რომლებსაც მანამდე მინერალნიე ვოდიდან ან სოჭიდან ჰქონდათ შეძენილი ავიაბილეთები, თბილისის ან დუბაის მიმართულებით, კრასნოდარიდან გასაფრენ რეისებზე მათი გადაცვლის შესაძლებლობას სთავაზობს. ავიაბილეთების გადაცვლა 2026 წლის 28 მარტამდე იქნება შესაძლებელი, თუმცა ამჟამად თბილისი კრასნოდარი კრასნოდარი თბილისი -ს რეისებზე რეისების დაჯავშნა მხოლოდ 24 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. ავიაბილეთის საწყისი ფასი 16,200 რუბლი იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2023 წლის 10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით აღდგა. პირველი რეისი კი Azimuth -მა 19 მაისს შეასრულა.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version