Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით

ფრანკპურტი

მდინარე მაინზე გაშენებული ქალაქი ფრანკფურტი ევროპის ყველაზე დიდი ფინანსური ცენტრია, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება „ევროპის ცენტრალური ბანკი“.

ამ ქალაქს ძირითადად ბიზნეს და ფინანსური დანიშნულება აქვს და მას ხშირად როგორც ევროპის მეტროპოლისს ისე მოიხსენიებენ. თუმცა, ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თქვენ ამ ქალაქს სულ სხვა კუთხით დაგანახებთ და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ მის შესახებ.

გერმანიის ყველაზე საერთაშორისო ქალაქს მნიშვნელოვანი კულტურული დანიშნულება გააჩნია. აღსანიშნავია მისი არქიტექტურა, რომელიც თანამედროვეობისა და სიძველის შესანიშნავი ნაზავია.

ალბათ, მსოფლიოში ბევრი ისეთი ქალაქი არ მოიძებნებ, სადაც ცათამბჯენებითა და კოშკებით სავსე მოედნებიდან უცებ ძველებური სტილით გაშენებულ ქუჩებში გადაინაცვლებთ. ფრანკფურტი კი, ამ ულამაზესი კომბინაციის ნახვის საშუალებას მოგცემთ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თქვენ ასევე საშუალებას მოგცემთ ქალაქის ხმაურისგან დაღლილები  მოხვდეთ ისეთ რეკრეაციულ ზონებში, სადაც შეძლებთ დაისვენოთ ლამაზ და მშვიდ გარემოში.

ფრანკფურტი ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია, რადგან ქალაქში მრავლადაა წარმოდგენილი პარკები და ასევე , ბოტანიკური ბაღი, სადაც სხვადასხვა ეგზოტიკური თუ ტროპიკული მცენარეების ნახვას შეძლებთ.

ასეთ მრავალფეროვან ქალაქში საქართველოდან მოსახვედრად თქვენ დიდი არჩევანი გაქვთ,რადგან ფრანკფურტის მიმართულებით რეისები სამივე აეროპორტიდან სრულდება.

თუმცა, თუ თქვენთვის ბიუჯეტური ფრენა პრიორიტეტულია, მაშინ საუკეთესო ვარიანტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, საიდანაც 2019 წლის 19 დეკემბრიდან პირდაპირი რეისების იწყებს ავიაკომპანია ვიზეარი. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათი და 35 წუთი იქნება, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას სულ რაღაც 430 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ქუთაისი ფრანკპურტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
24 August 202628 August 2026DirectWizz Airავიაბილეთები 923 -დან
28 September 20264 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 692 -დან
23 October 202614 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 310 -დან
21 November 202628 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 154 -დან
15 December 20263 January 20271 StopWizz Airავიაბილეთები 572 -დან

თუ თქვენთვის მოგზაურობა კომფორტთანაა დაკავშირებული, ამ შემთვევაში თბილისის აეროპორტიდან Turkish Airlines -ის რეისით შეგიძლიათ ისარგებლოთ. მართალია, სტამბოლში გადაჯდომა და აეროპორტში მოცდა მოგიწევთ, მაგრამ იმ კომფორტის და მომსახურეობისთვის, რასაც ეს ავიაკომპანია გვთავაზობს, ნამდვილად ღირს .  რაც შეეხება ღირებულებას, ორი გზის ფასი 800 – დან 900 ლარამდე მერყეობს.

შედარებით ბიუჯეტური ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თბილისიდან სხვა ბევრი ავიაკომპანიით შეგიძლიათ შეიძინოთ. “PEGASUS” „UIA” “AEGEAN AIRLINES” “AIRBALTIC” – ეს იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ფრანკფურტში 750- დან 800 ლარის ფარგლებში მოგახვედრებენ.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში “Turkish Airlines” – რეისებით შეძლებთ მხოლოდ სარგებლობას, ხოლო ორ გზას 950 – დან 1100 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ბათუმი ფრანკფურტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
20 August 202627 August 20262 StopsFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 386 -დან
4 September 202610 September 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 384 -დან
26 December 20263 January 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 397 -დან

არჩევანის გაკეთება რომ უფრო გაგიმარტივდეთ, ამისათვის შეგიძლიათ Avia.ge – ის საძიებო სისტემით ისარგებლოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ.

ხოლო, უფრო მეტი კომფორტისთვის, ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია ან დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

Exit mobile version