ავიაბილეთები ყველაზე იაფად

საქართველოს ავიაბაზრის მიღწევები და ლიდერი ავიაკომპანიები 2024 წელს

საქართველოს ავიაბაზრის მიღწევები

საქართველოს ავიაბაზარზე 2024 წელს, ყველაზე მეტი მგზავრი, დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air -მა გადაიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, მგზავრთა რაოდენობით მეორე ადგილი თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines -მა დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე კი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი დგას.

საქართველოს ავიაბაზარის TOP-5 მოთამაშე 2024 წლის მონაცემებით :

  1. Wizz Air
  2. Turkish Airlines
  3. Georgian Airways
  4. Pegasus Airlines
  5. Azerbaijan Airlines

2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული აღმოჩნდა როგორც მგზავრთნაკადის, ისე რეისების რაოდენობის მხრივ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, გასული წელი ისტორიულად მნიშვნელოვანი იყო: ქვეყნის აეროპორტები საერთო ჯამში 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურეს. 2023 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 24%-ით გაიზარდა, ხოლო რეისების რაოდენობა – 25%-ით. 2023 წელს ეს მაჩვენებლები შეადგენდა 5,986,754 მგზავრსა და 25,607 რეისს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი30 მარტი 20251 აპრილი 2025Red Wingsავიაბილეთები 334 -დან
ალმაატა4 სექტემბერი 20258 სექტემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 954 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20258 ოქტომბერი 2025Transaviaავიაბილეთები 681 -დან
ათენი4 ივნისი 202510 ივნისი 2025Aegean Airlinesავიაბილეთები 395 -დან
აბუ დაბი12 ივნისი 202516 ივნისი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 759 -დან

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 4,750,830 მგზავრს და 22,715 რეისს მოემსახურა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 29%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა (2023 წელი – 3,693,942 მგზავრი და 17,456 რეისი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს თავისი არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტ მგზავრსა და რეისს მოემსახურა – 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს. ეს მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადში 3%-ით, ხოლო რეისების რაოდენობაში 1%-ით გაუმჯობესდა (2023 წელი – 1,671,306 მგზავრი და 5,041 რეისი).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -მაც ასევე, 2024 წელს ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა: 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 53%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 33%-ით გაიზარდა (2023 წელი – 621,506 მგზავრი და 3,110 რეისი).

დაგეგმეთ მოგზაურობა Avia.ge-სთან ერთად და შეიძინე ავიაბილეთები ყველაზე იაფად. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version