Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

8 ახალი ავიაკომპანია თბილისის აეროპორტში

ახალი ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში

2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – იგი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ მათ შორის არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანიაBritish Airways.

მისი განცხადებით, 2025 წელს თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო/იწყებენ შემდეგი ავიაკომპანიები:

  1. British Airways
  2. EasyJet
  3. Transavia France
  4. Edelweiss Air
  5. Fly Khiva
  6. Samair/Air Samarkand
  7. Tezjet
  8. Air Serbia

როგორც იცით, British Airways-მა უკვე შეასრულა თავისი პირველი ფრენა, Airbus A320neo ტიპის თვითმფრინავით, ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირდაპირი რეისები თბილისსა და ლონდონს შორის კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

ფრენები ასევე დაიწყო დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet -მაც, რომელმაც სამი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოგვთავაზა რეისები, ესენია – მილანი, ლონდონი და ჟენევა.

ავიაკომპანია Transavia France 9 აპრილიდან დაიწყებს ფრენებს პარიზი თბილისის მიმართულებით, ხოლო Edelweiss კი საქართველოს ავიაბაზარს 12 აპრილიდან შემოუერთდება და თბილისიდან ციურიხში იფრენს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 302 -დან
Almaty1 September 20269 September 2026Air Astanaავიაბილეთები 1 159 -დან
Amsterdam14 October 202625 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 963 -დან
Ankara8 October 202612 October 2026Ajetავიაბილეთები 370 -დან
Athens4 February 20279 February 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 465 -დან
Abu Dhabi17 September 202623 September 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 852 -დან
Antalya7 October 202613 October 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 461 -დან
Manama31 December 20269 January 2027Gulf Airავიაბილეთები 1 754 -დან
Baku6 October 202612 October 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 653 -დან
Belgrade22 November 202626 November 2026Air Serbiaავიაბილეთები 735 -დან

 

თეა ზაქარაძის თქმით, ეს სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მგზავრთა შესაძლებლობებს, ისე აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციას. მისი თქმით, ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდ პატივთან ერთად გამოწვევაც არის TAV Georgia-სთვის. კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებში, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი პარტნიორების მოზიდვას.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4.7 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. გაიზარდა როგორც მგზავრთნაკადი, ისე საერთაშორისო ინტერესიც. ამჟამად უკვე დამატებულია 13 ახალი მიმართულება.

TAV Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის გუნდში დღეს 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version