ავიაბილეთები ყველაზე იაფად

8 ახალი ავიაკომპანია თბილისის აეროპორტში

ახალი ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში

2025 წლიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – იგი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია. როგორც TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული სიამაყის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ მათ შორის არის ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ავიაკომპანიაBritish Airways.

მისი განცხადებით, 2025 წელს თბილისის აეროპორტში ოპერირება დაიწყო/იწყებენ შემდეგი ავიაკომპანიები:

  1. British Airways
  2. EasyJet
  3. Transavia France
  4. Edelweiss Air
  5. Fly Khiva
  6. Samair/Air Samarkand
  7. Tezjet
  8. Air Serbia

როგორც იცით, British Airways-მა უკვე შეასრულა თავისი პირველი ფრენა, Airbus A320neo ტიპის თვითმფრინავით, ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. პირდაპირი რეისები თბილისსა და ლონდონს შორის კვირაში ოთხჯერ განხორციელდება.

ფრენები ასევე დაიწყო დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet -მაც, რომელმაც სამი სხვადასხვა მიმართულებიდან შემოგვთავაზა რეისები, ესენია – მილანი, ლონდონი და ჟენევა.

ავიაკომპანია Transavia France 9 აპრილიდან დაიწყებს ფრენებს პარიზი თბილისის მიმართულებით, ხოლო Edelweiss კი საქართველოს ავიაბაზარს 12 აპრილიდან შემოუერთდება და თბილისიდან ციურიხში იფრენს.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი20 მარტი 202622 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 319 -დან
ალმაატა20 აპრილი 202626 აპრილი 2026Air Astanaავიაბილეთები 994 -დან
ამსტერდამი16 აპრილი 20263 მაისი 2026Transaviaავიაბილეთები 581 -დან
ანკარა21 თებერვალი 202623 თებერვალი 2026Turkish Airlinesავიაბილეთები 295 -დან
ათენი12 თებერვალი 202628 თებერვალი 2026Sky Expressავიაბილეთები 454 -დან
აბუ დაბი19 თებერვალი 202627 თებერვალი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 774 -დან
ანტალია28 თებერვალი 20264 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 351 -დან
ბაჰრეინის კუნძული12 თებერვალი 202619 თებერვალი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 717 -დან
ბაქო25 თებერვალი 20263 მარტი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 525 -დან
ბელგრადი8 მაისი 202610 მაისი 2026Air Serbiaავიაბილეთები 600 -დან

 

თეა ზაქარაძის თქმით, ეს სიახლე მნიშვნელოვნად ზრდის როგორც მგზავრთა შესაძლებლობებს, ისე აეროპორტის საერთაშორისო რეპუტაციას. მისი თქმით, ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდ პატივთან ერთად გამოწვევაც არის TAV Georgia-სთვის. კომპანია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურასა და ადამიანურ რესურსებში, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი პარტნიორების მოზიდვას.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4.7 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. გაიზარდა როგორც მგზავრთნაკადი, ისე საერთაშორისო ინტერესიც. ამჟამად უკვე დამატებულია 13 ახალი მიმართულება.

TAV Georgia საქართველოს ბაზარზე უკვე 20 წელია მოქმედებს და ამ დროის განმავლობაში, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში დაახლოებით 230 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანიის გუნდში დღეს 1700-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version