ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულება დაემატა

ახალი მიმართულებები ქუთაისიდან

ავიაკომპანია ვიზეარი აგრძელებს ჩვენს განებივრებას ახალი მიმართულებებით. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ პირდაპირი ფრენებით სარგებლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა : ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმნი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი და ტურკუ.

Wizz Air Geprgia დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თანამედროვე, მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდებს ამატებს.

7 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენას მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან შეასრულებს. ეს მიმართულებებია : პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ 5 ახალი მიმართულებით განხორციელდება ფრენები : ნიურნბერგი, სტოკჰოლმი, ნიცა, ტურკუ და ჰერაკლიონი.

აქამდე საქართველოდან ფინეთის და სტოკჰოლმის მიმართულებით პირდაპირი მიმოსვლა არ განხორციელებულა. ახალ მიმართულებებზე შეთანხმებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩიგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა მოაწერეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან სულ რაღაც 4 თვეში, ვიზეარი მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავს და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ეს ყველაფერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ავიაკომპანია ვიზეარს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პირდაპირი რეისიებით ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით.

 ავიაკომპანია Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ახლორციელებს ფრენებს. 2016 წლიდან კი რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც ვიზეარი წარმატებულად განაგრძობდა ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2017 წლის მაისში უკვე მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და 5 ახალი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაამატეს.

2018 წელს, როდესაც, ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა 95% გადაიყვანა (587,643) , საქართველოს ავიაციის ისტორიაში ის ბაზრის ლიდერი გახდა.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა8 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 594 -დან
ათენი18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
ბარსელონა7 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 465 -დან
ბერლინი27 თებერვალი 20276 მარტი 2027Wizz Airავიაბილეთები 342 -დან
ბრიუსელი1 ოქტომბერი 202611 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 551 -დან
ბრატისლავა19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 259 -დან
ბუდაპეშტი10 აგვისტო 202617 აგვისტო 2026Wizz Airავიაბილეთები 420 -დან
დორტმუნდი26 სექტემბერი 20263 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 956 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202620 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 278 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 239 -დან
Exit mobile version