ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ქუთაისიდან 12 ახალი მიმართულება დაემატა

ახალი მიმართულებები ქუთაისიდან

ავიაკომპანია ვიზეარი აგრძელებს ჩვენს განებივრებას ახალი მიმართულებებით. საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეეძლებათ პირდაპირი ფრენებით სარგებლობა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა : ფრანკფურტი, ჰამბურგი, ბადენ-ბადენი, პოზნანი, ვენეცია, ნეაპოლი, ნიცა, პიზა, სტოკჰოლმნი, ნიურნბერგი, პოზნანი, ჰერაკლიონი და ტურკუ.

Wizz Air Geprgia დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თანამედროვე, მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდებს ამატებს.

7 ახალი ევროპული მიმართულებით ფრენას მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან შეასრულებს. ეს მიმართულებებია : პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი. ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ 5 ახალი მიმართულებით განხორციელდება ფრენები : ნიურნბერგი, სტოკჰოლმი, ნიცა, ტურკუ და ჰერაკლიონი.

აქამდე საქართველოდან ფინეთის და სტოკჰოლმის მიმართულებით პირდაპირი მიმოსვლა არ განხორციელებულა. ახალ მიმართულებებზე შეთანხმებას ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩიგოვაძემ და უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზეარის ლოგისტიკის დირექტორმა, ანდრაშ სებოკმა მოაწერეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან სულ რაღაც 4 თვეში, ვიზეარი მეოთხე და მეხუთე თვითმფრინავს და 12 ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს. ეს ყველაფერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ავიაკომპანია ვიზეარს შორის რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პირდაპირი რეისიებით ევროკავშირის 19 ქვეყნის 39 მიმართულებით.

 ავიაკომპანია Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2012 წლიდან ახლორციელებს ფრენებს. 2016 წლიდან კი რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც ვიზეარი წარმატებულად განაგრძობდა ოპერირებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2017 წლის მაისში უკვე მესამე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და 5 ახალი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაამატეს.

2018 წელს, როდესაც, ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა 95% გადაიყვანა (587,643) , საქართველოს ავიაციის ისტორიაში ის ბაზრის ლიდერი გახდა.

ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა13 მაისი 202623 მაისი 2026FlyArystanავიაბილეთები 684 -დან
ათენი27 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
ბარსელონა23 თებერვალი 202625 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 279 -დან
ბერლინი5 მარტი 202612 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
ბრიუსელი15 თებერვალი 20261 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 307 -დან
ბრატისლავა13 მარტი 202620 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 234 -დან
ბუდაპეშტი1 აპრილი 20269 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 236 -დან
დორტმუნდი15 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 332 -დან
მემინგენი1 აპრილი 20268 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 311 -დან
ფრანკფურტი23 თებერვალი 20262 მარტი 2026Wizz Airავიაბილეთები 184 -დან
Exit mobile version