ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს

wizz air

Wizz Air -ის მგზავრებს უკვე შეუძლიათ შეუფერხებლად დაჯავშნონ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთები, სპორტული აქტივობები, თეატრალური წარმოდგენები და ღონისძიებები ავიაკომპანიის ვებსაიტისა და აპლიკაციის საშუალებით.

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია, მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. WIZZ Experiences შეიქმნა Coras-თან პარტნიორობით, რომელიც ერთადერთი API-ის მეშვეობით, საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების უმსხვილესი ონლაინ პროვაიდერია.

იზეარი ს მომხმარებლებისთვის, უკვე ხელმისაწვდომია 10 მილიონზე მეტი ბილეთი, რომელიც მოიცავს 65-ზე მეტი ქვეყნის ღირსშესანიშნაობასა თუ გასართობ აქტივობას 300 ქალაქში, 20 ენაზე. ფრენის შერჩევის შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაათვალიერონ შეთავაზებები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით. ყველა ბილეთი ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და აპლიკაციაზე, მარტივი დაჯავშნის პროცესის მეშვეობით.

Wizz Air-ის სხვადასხვა მიმართულებაზე ყველაზე პოპულარული აქტივობებია:

Wizz Air პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი20 თებერვალი 202627 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 205 -დან
ბარსელონა21 იანვარი 202626 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 424 -დან
ბერლინი15 იანვარი 202618 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 533 -დან
ბრიუსელი23 აპრილი 202614 მაისი 2026Wizz Airავიაბილეთები 523 -დან
ბრატისლავა2 თებერვალი 20269 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 257 -დან
ბუდაპეშტი3 თებერვალი 20267 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 251 -დან
დორტმუნდი20 იანვარი 202627 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 270 -დან
მემინგენი7 თებერვალი 202621 თებერვალი 2026Wizz Airავიაბილეთები 373 -დან
ფრანკფურტი23 იანვარი 202630 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 207 -დან
ჰამბურგი31 მარტი 202611 აპრილი 2026Wizz Airავიაბილეთები 310 -დან

 

ჯეიმს გუდვინი, Wizz Air-ის Ancillary Revenue-ის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს კიდევ ერთ დამატებით სერვისს, WIZZ Experiences-ს ვთავაზობთ. ამ ახალი სერვისის საშუალებით მგზავრებს წვდომა, ერთ სივრცეში, 10 მილიონზე მეტი ატრაქციონის ბილეთზე ექნებათ. დამხმარე პროდუქტებისა და პარტნიორული სერვისების გამოყენებით, ჩვენს მგზავრებს შეუძლიათ დაგეგმონ მთელი მოგზაურობა Wizz Air-ის აპლიკაციით: ფრენის ოპტიმალური დროისა და ფასის არჩევა, ბორტზე შოპინგი, ტრანსფერები, სასტუმროების და ამიერიდან უკვე სხვადასხვა აქტივობის დაჯავშნაც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შეთავაზებების გამრავალფეროვნებას, რათა Wizz Air-მა ნებისმიერი მოგზაურის საჭიროებებს უპასუხოს.”

მარკ მაკლაფლინი, Coras-ის აღმასრულებელი დირექტორი: „Coras-ისა და Wizz Air-ის თანამშრომლობით, მგზავრები მარტივად და შეუფერხებლად შეძლებენ საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების შეძენას – ცოცხალი კონცერტები და საკულტო ატრაქციონები, პრემიერ ლიგის ფეხბურთის თამაშები მოგზაურობისას მთავარი მამოძრავებელი ძალაა.”

დაგეგმე მოგზაურობა Wizz Air-თან ერთად და გაატარე დაუვიწყარი ზაფხული. ავიაბილეთების საუკეთესო ფასად შეძენაში კი ჩვენ დაგეხმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version