Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Wizz Air-მა 5 ახალი პირდაპირი მიმართულება დაამატა

ვიზეარმა ესამე ბაზირებული ხომალდი დაამატა

ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air -ი სიხარულით აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტს მე-3 ბაზირებული ხომალდი დაემატა.

ვიზეარის უახლესი Airbus A321 neo ტიპის ხომალდი 5 სრულიად ახალ მარშრუტზე იფრენს: ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში. 

გარდა ამისა, დამატებითი სიმძლავრე ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს გაზარდოს ფრენების სიხშირე მიუნხენის მემინგენში, მილანში, პარიზ ბოვესა და პრაღაში. 

ბაზაზე მესამე თვითმფრინავის დამატებით მარშრუტების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან დაკავშირებას.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty4 November 202611 November 2026FlyArystanავიაბილეთები 524 -დან
Athens5 February 202710 February 2027Wizz Airავიაბილეთები 197 -დან
Barcelona18 January 20277 February 2027Wizz Airავიაბილეთები 378 -დან
Berlin24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 359 -დან
Brussels27 October 202610 November 2026Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
Bratislava23 January 202728 January 2027Wizz Airავიაბილეთები 283 -დან
Budapest5 December 202610 December 2026Wizz Airავიაბილეთები 284 -დან
Dortmund31 December 20269 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Memmingen18 November 202623 November 2026Wizz Airავიაბილეთები 286 -დან
Frankfurt24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან

 

აღნიშნული ფაქტი ადასტურებს რომ wizz air ge აძლიერებს ლიდერის პოზიციას ქართულ ბაზარზე, როგორც უმსხვილესი ავიაკომპანია ქუთაისიდან. ეს განვითარება კი თავისმხრივ ხაზს უსვამს ავიაკომპანიის პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მეტ
მგზავრს შესთავაზოს მსოფლიოს პოპულარული მიმართულებები და ულტრა დაბალი ტარიფები.

ირაკლი ქარქაშაძის, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის კომენტარი: “მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი wizzair საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მომსახურების ხარისხის ზრდასა და მგზავრების კომფორტისზე.

არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების სიხშირის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით.

გარდა ამისა, 2023 წელი იქნება ისტორიული წელი, რადგანაც ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე.”

შეიძინეთ Wizz Air -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან, დაგვირეკეთ:  551 907 907 და მიიღეთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული შემოთავაზება. 

Exit mobile version