ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air -ი სიხარულით აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტს მე-3 ბაზირებული ხომალდი დაემატა.
ვიზეარის უახლესი Airbus A321 neo ტიპის ხომალდი 5 სრულიად ახალ მარშრუტზე იფრენს: ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში.
გარდა ამისა, დამატებითი სიმძლავრე ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს გაზარდოს ფრენების სიხშირე მიუნხენის მემინგენში, მილანში, პარიზ ბოვესა და პრაღაში.
ბაზაზე მესამე თვითმფრინავის დამატებით მარშრუტების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, რაც უზრუნველყოფს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან დაკავშირებას.
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ალმაატა | 15 მარტი 2025 | 29 მარტი 2025 | ავიაბილეთები 573 -დან | |
ათენი | 22 იანვარი 2025 | 31 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 199 -დან | |
აბუ დაბი | 21 თებერვალი 2025 | 28 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 356 -დან | |
ბარსელონა | 11 მარტი 2025 | 25 მარტი 2025 | ავიაბილეთები 417 -დან | |
ბერლინი | 13 მარტი 2025 | 20 მარტი 2025 | ავიაბილეთები 295 -დან | |
ბრიუსელი | 5 თებერვალი 2025 | 23 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 295 -დან | |
ბუდაპეშტი | 21 თებერვალი 2025 | 27 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 235 -დან | |
კოპენჰაგენი | 1 აპრილი 2025 | 8 აპრილი 2025 | ავიაბილეთები 262 -დან | |
მემინგენი | 6 თებერვალი 2025 | 13 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 214 -დან | |
ფრანკფურტი | 20 იანვარი 2025 | 3 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 254 -დან |
აღნიშნული ფაქტი ადასტურებს რომ wizz air ge აძლიერებს ლიდერის პოზიციას ქართულ ბაზარზე, როგორც უმსხვილესი ავიაკომპანია ქუთაისიდან. ეს განვითარება კი თავისმხრივ ხაზს უსვამს ავიაკომპანიის პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მეტ
მგზავრს შესთავაზოს მსოფლიოს პოპულარული მიმართულებები და ულტრა დაბალი ტარიფები.
ირაკლი ქარქაშაძის, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის კომენტარი: “მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი wizzair საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მომსახურების ხარისხის ზრდასა და მგზავრების კომფორტისზე.
არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების სიხშირის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით.
გარდა ამისა, 2023 წელი იქნება ისტორიული წელი, რადგანაც ქუთაისის აეროპორტში მილიონზე მეტ მგზავრს ველოდებით, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე.”