უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი საქართველოს ავიაბაზარზე ლიდერობას არ თმობს. 2023 წლის იანვარში ჩარტერული და რეგულარული რეისებით ვიზეარი ავიაბაზარზე 65 234 მგზავრს მოემსახურა. აქედან გამომდინარე, ავიაკომპანიაზე საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში, გადაყვანილი მგზავრთნაკადის 19%-ი მოდის.
საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელია, თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გავლით, 40 060 მგზავრი გადაიყვანა.
საქართველოს ავიაბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და 9%-ის მფლობელია ასევე თურქული ავიაგადამზიდავი პეგასუსი, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 31 154 მგზავრს მოემსახურა.
გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, რეიტინგშიც მეთხე პოზიციაზე აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL -ია, რომლიც ბაზრის 6%-ის მფლობელია.
მეხუთე პოზიციას კი 5-5%-ით, 2 ავიაკომპანია იკავებს, ესენია: ბელარუსული ავიაკომპანია Belavia და არაბეთის გაერთიანებული საამიროებს ავიაკომპანია flydubai.
რაც შეეხება 2023 წლის იანვრის მაჩვენებლების მიხედვით სხვა ავიაკომპანიების რეიტინგებს, შემდეგნაირია:
- ბაზრის 4%-ის მფლობელია ისრაელის ავიაკომპანია EL AL.
- 3-3%-იან წილს იყოფენ Georgian Airways, Air Arabia, Lufthansa, Israir Airlines, Wizz Air Abu Dhabi.
- 2-2%-იანი წილით წარმოდგენილნი არიან LOT Polish Airlines-ი, Qatar Airways-ი, Fly Arystan-ი, Aircompany Armenia.