Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

უზბეკეთის ავიახაზები / Uzbekistan Airways

უზბეკეთის ავიხაზები

საქართველოს ავია ბაზარი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანიის დაინტერესებას იწვევს. ვიზალირებალიზაციის შემდეგ ქართული ტურიზმი მართლაც ძალიან გააქტიურდა და ამიტომაც, მსგავსი დონის ინტერესის ზრდა გასაკვირი საერთოდაც არ არის. თუმცა, თითქმის ყოველ სეზონზე ქართველი მოგზაურებისათვის ახალი ავიაკომპანიების რეისების დამატება მაინც ყოველთვის სასიამოვნო და მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ბაზებიდან უკვე არაერთი უცხოური ავიაკომპანია ოპერირებს. თუმცა, მათი რიცხვი თანდათანობით სულ უფრო და უფრო გრძელი და შთამბეჭდავი ხდება. ქართულ ავია სივრცეში უკვე შემოვიდნენ ისეთი დიდი და ცნობილი ნაციონალური ფლაგმანები, როგორიცაა მაგალითად Air France. აღსანიშნავია, რომ ქართული ავია ბაზრით არამარტო ევროპის წამყვანი ავია ხაზები, არამედ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ცნობილი ავია კომპანიებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი.

რაც მთავარია, ქვეყნის მთავარი აეროპორტი სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამჯერადაც ყურადღების ცენტრშია, რადგან ამ ლოკაციიდან სულ მალე კიდევ ერთი მიმართულებით იქნება გაფრენა შესაძლებელი. თანაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს აღნიშნული რეისი პირდაპირ დანიშნულების ადგილას ჩააფრენს.

საქართველოს დედაქალაქში განთავსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ამჯერად ახალი მიმართულებით ფრენის დაწყებას უზბეკური ავია კომპანია გეგმავს. Uzkebistan Airways თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. ზაფხულის სეზონიდან უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავია კომპანია კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და კვირას დაიწყებს ახალი მიმართულებით ფრენას.

თბილისი ტაშკენტი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
18 August 202631 August 20261 StopFLYONE Armeniaავიაბილეთები 999 -დან
29 September 202615 October 20261 StopFLYONE Armeniaავიაბილეთები 1 008 -დან
26 October 20262 November 2026DirectCentrum Airავიაბილეთები 894 -დან
2 November 20269 November 2026DirectCentrum Airავიაბილეთები 905 -დან
28 December 20268 January 2027DirectCentrum Airავიაბილეთები 893 -დან
5 February 202712 February 2027DirectUzbekistan Airwaysავიაბილეთები 849 -დან
20 March 202727 March 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 439 -დან
2 April 202710 April 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 390 -დან
24 May 202731 May 20271 StopAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 868 -დან

ახალი პირდაპირი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 ივლისიდან დაიწყება. მათ უზბეკური ავია კომპანია Airbus 320 მოდელის თვითმფრინავით განახორციელებს. აღნიშნული ავია ხაზები 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 40 სხვადასხვა მიმართულებით ანხორციელებს აქტიურ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათი კომფორტული ავია ფლოტი 31 თვითმფრინავისგან შედგება. ასეთი სიახლე ქართველ ტურისტებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთ საინტერესო ქალაქს ესტუმრნონ მარტივად და კომფორტულად.

Exit mobile version