ავიაბილეთები ყველაზე იაფად

უზბეკეთის ავიახაზები / Uzbekistan Airways

უზბეკეთის ავიხაზები

საქართველოს ავია ბაზარი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ავიაკომპანიის დაინტერესებას იწვევს. ვიზალირებალიზაციის შემდეგ ქართული ტურიზმი მართლაც ძალიან გააქტიურდა და ამიტომაც, მსგავსი დონის ინტერესის ზრდა გასაკვირი საერთოდაც არ არის. თუმცა, თითქმის ყოველ სეზონზე ქართველი მოგზაურებისათვის ახალი ავიაკომპანიების რეისების დამატება მაინც ყოველთვის სასიამოვნო და მოულოდნელ სიახლეს წარმოადგენს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ბაზებიდან უკვე არაერთი უცხოური ავიაკომპანია ოპერირებს. თუმცა, მათი რიცხვი თანდათანობით სულ უფრო და უფრო გრძელი და შთამბეჭდავი ხდება. ქართულ ავია სივრცეში უკვე შემოვიდნენ ისეთი დიდი და ცნობილი ნაციონალური ფლაგმანები, როგორიცაა მაგალითად Air France. აღსანიშნავია, რომ ქართული ავია ბაზრით არამარტო ევროპის წამყვანი ავია ხაზები, არამედ აზიისა და შუა აღმოსავლეთის ცნობილი ავია კომპანიებიც აქტიურად არიან დაინტერესებულნი.

რაც მთავარია, ქვეყნის მთავარი აეროპორტი სულ უფრო და უფრო დიდი ყურადღების ქვეშ ექცევა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამჯერადაც ყურადღების ცენტრშია, რადგან ამ ლოკაციიდან სულ მალე კიდევ ერთი მიმართულებით იქნება გაფრენა შესაძლებელი. თანაც, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს აღნიშნული რეისი პირდაპირ დანიშნულების ადგილას ჩააფრენს.

საქართველოს დედაქალაქში განთავსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ამჯერად ახალი მიმართულებით ფრენის დაწყებას უზბეკური ავია კომპანია გეგმავს. Uzkebistan Airways თბილისიდან ტაშკენტის მიმართულებით შეასრულებს პირდაპირ ფრენებს. ზაფხულის სეზონიდან უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავია კომპანია კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და კვირას დაიწყებს ახალი მიმართულებით ფრენას.

თბილისი ტაშკენტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
21 თებერვალი 202623 თებერვალი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 656 -დან
7 მარტი 202610 მარტი 20261 ᲒაჩერებაCentrum Airავიაბილეთები 756 -დან
10 აპრილი 202617 აპრილი 2026პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 788 -დან
8 მაისი 202615 მაისი 2026პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 797 -დან
1 ივნისი 20265 ივნისი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 928 -დან
24 ივლისი 202630 ივლისი 2026პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 1 054 -დან
28 აგვისტო 20261 სექტემბერი 2026პირდაპირიUzbekistan Airwaysავიაბილეთები 872 -დან
7 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026პირდაპირიCentrum Airავიაბილეთები 928 -დან
20 დეკემბერი 20269 იანვარი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 290 -დან

ახალი პირდაპირი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 ივლისიდან დაიწყება. მათ უზბეკური ავია კომპანია Airbus 320 მოდელის თვითმფრინავით განახორციელებს. აღნიშნული ავია ხაზები 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 40 სხვადასხვა მიმართულებით ანხორციელებს აქტიურ ფრენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათი კომფორტული ავია ფლოტი 31 თვითმფრინავისგან შედგება. ასეთი სიახლე ქართველ ტურისტებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთ საინტერესო ქალაქს ესტუმრნონ მარტივად და კომფორტულად.

Exit mobile version