ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Turkish Airlines – ი საქართველოს აეროპორტებში ფრენების სიხშირეებს ზრდის

Turkish Airlines - ი ფრენებს ზრდის

ავიაკომპანია Turkish Airlines – ი თბილისის და ბათუმის აეროპორტებში ფრენების სიხშირეებს ზრდის. იანვრიდან სტამბოლი – თბილისი – სტამბოლისა და სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები გაზრდილი სიხშირით შესრულდება.

თბილისის აეროპორტიდან და სტამბოლის მიმართულებით ფრენების რაოდენობა 2 იანვრიდან გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ მიმართულებაზე დაემატა 4 სიხშირე და ამიერიდან კვირაში 25 რეისი შესრულდება.

ბათუმსა და სტამბოლს შორის ფრენების რაოდენობა 8 იანვრიდან გაიზარდება და 1 აღნიშნულ მიმართულებას 1 რეისი დაემატება. ჯამში სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 რეისი შესრულდება.

აღნიშნული განრიგით Turkish Airlines – ი ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2022 წლის 26 მარტამდე გააგრძელებს ოპერირებას.

Exit mobile version