ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Transavia -მ თბილისის მიმართულებით ოპერირება დაიწყო

tbilisi amsterdami

ნიდერლანდურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Transavia -მ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა, ამსტერდამი თბილისი თბილისი ამსტერდამიმიმართულებით პირველი საჰერო რეისი 20 აპრილს, გვან ღამით განახორციელა და თბილისში 187 მგზავრი ჩამოაფრინა, თბილისიდან ამსტერდამში კი 185 მგზავრი გადაიყვანა.

Transavia georgia ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისსა და ამსტერდამს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშბათსა და შაბათსBoeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

თბილისი ამსტერდამი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
12 მარტი 202519 მარტი 2025Transaviaავიაბილეთები 634 -დან
2 აპრილი 20255 აპრილი 2025Transaviaავიაბილეთები 645 -დან
21 მაისი 202531 მაისი 2025Transaviaავიაბილეთები 736 -დან

 

თბილისის აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში, დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც TAV Georgia-ს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საგანგებოდ ჰოლანდიელი სტუმრებისთვის ანსამბლმა ,,შავნაბადამ” მრავალჟამიერი შეასრულა.

ტრანსავია ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია ნიდერლანდების სამეფოში, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. იგი Air France – KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და 50 წელია ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს ფრენებს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს. ავიაკომპანიას 7 ბაზა აქვს და მისი ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.

დაჯავშნე ავიაბილეთები Transavia -ს ფრენებზე და იმოგზაურე ამსტერდამში ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version