Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Transavia პარიზსა და თბილისს შორის იწყებს ოპერირებას

transavia tbilisi

2025 წლის 9 აპრილიდან, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით იწყებს ფრენებს.

როგორც უცხოური მედია წერს, ავიაბილეთების გაყიდვა 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო ავიაკომპანია პარიზი თბილისი თბილისი პარიზი -ს საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს. ერთი გზის ავიაბილეთების ღირებულება 79 ევროდან დაიწყება.

პირდაპირი ფრენები თბილისი დან პარიზი მიმართულებით

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 აგვისტო 202618 აგვისტო 2026Georgian Airwaysთბილისი პარიზი
23 სექტემბერი 202630 სექტემბერი 2026Transavia Franceთბილისი პარიზი
21 ოქტომბერი 202631 ოქტომბერი 2026Transavia Franceთბილისი პარიზი

 

შეგახსენებთ, რომ პარიზსა და თბილისს შორის ფრენებს უკვე ასრულებენ Air France და Georgian Airways -ი.

Transavia georgia

კავკასიაში, Air France-KLM Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ფლოტი მომავალ ზაფხულს 87 თვითმფრინავი იქნება, უკვე ემსახურება სომხეთის დედაქალაქ ერევანს.

„მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით რეკორდული ზაფხულის შემდეგ, მომავალი წლის ზაფხულისთვის ჩვენ 15%-იანი ზრდისკენ და ორლის აეროპორტში ჩვენი პოზიციების გამყარებისკენ მივისწრაფვით. როგორც საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნა, რომელთაც სურთ შვებულებაში წასვლა და ოჯახების ან მეგობრების მონახულება“, – ამბობს Transavia France-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლას ჰენინი.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე:  551 907 907

Exit mobile version