ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2024 წლის ყველაზე კარგი და ცუდი ავიაკომპანიების TOP-10

ყველაზე კარგი და ცუდი ავიაკომპანიები

ბელგიის წამყვანი ავიაკომპანია Brussels Airlines -ი 2024 წელს საუკეთესო ავიაკომპანიად იქნა აღიარებული, მაშინ როდესაც ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სიის ლიდერია.

ეს მონაცემები AirHelp-ის ახალი რეიტინგის მიხედვით გამოქვეყნდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 109 ავიაკომპანიის სერვისები შეაფასა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას, კერძოდ, საჩივრების დამუშავების სისწრაფეს, კომპენსაციის დროულ გადახდას და მგზავრების კმაყოფილების დონეს. შედარებისას, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ავიაკომპანიამ 8.12 ქულა მოიპოვა 10-დან, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფმა კი მხოლოდ 3.63 ქულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი არანაირ კავშირში არ არის ფრენის უსაფრთხოებასთან. ის მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხსა და კმაყოფილების დონეზეა დაფუძნებული. ამიტომ, ავიაკომპანიების უსაფრთხოების სტანდარტებზე ეჭვის მიტანა უსაფუძვლოა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი27 მაისი 202628 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 497 -დან
ალმაატა23 სექტემბერი 202626 სექტემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 163 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20264 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 597 -დან
ანკარა28 სექტემბერი 20261 ოქტომბერი 2026Ajetავიაბილეთები 446 -დან
ათენი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 459 -დან
აბუ დაბი14 აგვისტო 202623 აგვისტო 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 128 -დან
ანტალია22 ოქტომბერი 202611 ნოემბერი 2026SunExpressავიაბილეთები 496 -დან
ბაქო31 ოქტომბერი 20261 ნოემბერი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 268 -დან
ბელგრადი11 სექტემბერი 202614 სექტემბერი 2026Air Serbiaავიაბილეთები 820 -დან
ბერლინი10 ივნისი 202613 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 500 -დან

 

2024 წლის საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Brussels Airlines
  2. Qatar Airways
  3. United Airlines
  4. American Airlines
  5. Play
  6. Austrian Airlines
  7. LOT Polish Airlines
  8. Air Arabia
  9. Widerøe
  10. Air Serbia

2024 წლის ყველაზე ცუდი TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Tunisair
  2. Buzz
  3. Nouvelair
  4. Bulgaria Air
  5. El Al Israel Airlines
  6. Pegasus Airlines
  7. IndiGo
  8. TAROM
  9. Air Mauritius
  10. SKY express

სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ავიაკომპანიები Pegasus Airlines, IndiGo, El Al Israel Airlines და SKY express, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც დაფრინავენ, 2024 წლის რეიტინგში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიებს შორის აღმოჩნდნენ. თითოეული ამ კომპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონალური და საერთაშორისო ფრენების სეგმენტში, მაგრამ მათი რეიტინგში დაბალი პოზიცია მომხმარებლების კმაყოფილებასთან, მომსახურების ხარისხთან და საჩივრებზე რეაგირების სისწრაფესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

დაგეგმეთ ფრენები Avia.ge-სთან ერთად და გაიმარტივეთ მოგზაურობა. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version