ავიაბილეთები ყველაზე იაფად

2024 წლის ყველაზე კარგი და ცუდი ავიაკომპანიების TOP-10

ყველაზე კარგი და ცუდი ავიაკომპანიები

ბელგიის წამყვანი ავიაკომპანია Brussels Airlines -ი 2024 წელს საუკეთესო ავიაკომპანიად იქნა აღიარებული, მაშინ როდესაც ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სიის ლიდერია.

ეს მონაცემები AirHelp-ის ახალი რეიტინგის მიხედვით გამოქვეყნდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 109 ავიაკომპანიის სერვისები შეაფასა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას, კერძოდ, საჩივრების დამუშავების სისწრაფეს, კომპენსაციის დროულ გადახდას და მგზავრების კმაყოფილების დონეს. შედარებისას, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ავიაკომპანიამ 8.12 ქულა მოიპოვა 10-დან, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფმა კი მხოლოდ 3.63 ქულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი არანაირ კავშირში არ არის ფრენის უსაფრთხოებასთან. ის მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხსა და კმაყოფილების დონეზეა დაფუძნებული. ამიტომ, ავიაკომპანიების უსაფრთხოების სტანდარტებზე ეჭვის მიტანა უსაფუძვლოა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი18 ოქტომბერი 202523 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 418 -დან
ალმაატა1 მარტი 202617 მარტი 2026Air Astanaავიაბილეთები 968 -დან
ამსტერდამი3 დეკემბერი 20257 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 569 -დან
ანკარა21 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025AJetავიაბილეთები 322 -დან
ათენი6 ნოემბერი 202517 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 402 -დან
აბუ დაბი15 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 810 -დან
ანტალია19 სექტემბერი 202523 სექტემბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 357 -დან
ბაქო20 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 267 -დან
ბელგრადი7 აპრილი 202613 აპრილი 2026Air Serbiaავიაბილეთები 722 -დან
ბერლინი29 ოქტომბერი 20255 ნოემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 334 -დან

 

2024 წლის საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Brussels Airlines
  2. Qatar Airways
  3. United Airlines
  4. American Airlines
  5. Play
  6. Austrian Airlines
  7. LOT Polish Airlines
  8. Air Arabia
  9. Widerøe
  10. Air Serbia

2024 წლის ყველაზე ცუდი TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Tunisair
  2. Buzz
  3. Nouvelair
  4. Bulgaria Air
  5. El Al Israel Airlines
  6. Pegasus Airlines
  7. IndiGo
  8. TAROM
  9. Air Mauritius
  10. SKY express

სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ავიაკომპანიები Pegasus Airlines, IndiGo, El Al Israel Airlines და SKY express, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც დაფრინავენ, 2024 წლის რეიტინგში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიებს შორის აღმოჩნდნენ. თითოეული ამ კომპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონალური და საერთაშორისო ფრენების სეგმენტში, მაგრამ მათი რეიტინგში დაბალი პოზიცია მომხმარებლების კმაყოფილებასთან, მომსახურების ხარისხთან და საჩივრებზე რეაგირების სისწრაფესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

დაგეგმეთ ფრენები Avia.ge-სთან ერთად და გაიმარტივეთ მოგზაურობა. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version