ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რომელია სამოგზაუროდ საუკეთესო ევროპული დედაქალაქი?

most visited cities

მოგზაურობის პლატფორმა VisaGuide-მ 35 ქვეყნის 1200-მდე ტურისტი გამოკითხა. გამოკითხვის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მათ უნდა დაესახელებინათ სამოგზაუროდ საუკეთესო ევროპული დედაქალაქი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი უდავო ლიდერი ამსტერდამია.

რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ასპექტის შეფასებით შედგა, ლიდერობა ამსტერდამმა მოიპოვა:

ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი ამსტერდამი ცნობილია თავისი მრავალი ღირსშესანიშნაობით და საოცარი სტუმართმოყვარეობით, სადაც ნებისმიერ ტურისტს თავისუფლად შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე დაამყაროს.

თუმცა, ეს ქვეყანა ძალიან განიცდის ოვერტურიზმს, რადგან მას ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და სწორედ ამიტომ გარკვეული ზომების მიღება გახდა საჭირო, როგორიცაა საკრუიზო გემების ქალაქის ცენტრში შესვლის აკრძალვა, ამასთანავე, გიგანტური საკრუიზო გემები ვერ გაივლიან ხიდს, რომლის აშენებაც ისტორიულ ცენტრსა და ჩრდილოეთის ზონას შორის იგეგმება. 2024 წლის იანვრიდან კი ამსტერდამში ექსკურსიები მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედით იქნება შესაძლებელი.

საქართველოდან, კერძოდ თბილისის აეროპორტიდან ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Georgia Airways -ი გვთავაზობს, ხოლო ქუთაისი -დან კი შეგიძლიათ ააწყოთ რეისები მხოლოდ ერთი გადაჯდომით და შედარებით დაბალ ფასად შეძლოთ ამ მშვენიერი ქალაქის მონახულება.

თბილისი ამსტერდამი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მაისი 202425 მაისი 2024Transaviaავიაბილეთები 1 198 -დან
8 ივნისი 202412 ივნისი 2024Transaviaავიაბილეთები 976 -დან
10 ივლისი 202417 ივლისი 2024Transaviaავიაბილეთები 1 346 -დან

კიდევ რომელი ევროპული დედაქალაქების მონახულება ღირს 2023 წელს? – სრული რეიტინგი:

  1. ამსტერდამი, (ნიდერლანდები);
  2. რომი, (იტალია);
  3. ზაგრები (ხორვატია);
  4. ლონდონი, (დიდი ბრიტანეთი);
  5. ლისაბონი (პორტუგალია);
  6. მადრიდი, (ესპანეთი);
  7. პრაღა, (ჩეხეთი);
  8. პარიზი, (საფრანგეთი);
  9. ბერლინი, (გერმანია);
  10. ვენა, (ავსტრია).

მოიწყვეთ დაუვიწყარი შვებულება და შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 და მიიღეთ საუკეთესო შემოთავაზება საუკეთესო ფასად.

Exit mobile version