Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Visa on Arrival უკვე ტაილანდში

aviabiletebi tailandis

საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს მსოფლიოს სხვა ეროვნულ პასპორტებთან შედარებით. აქამდე საქართველოს მოქალაქეებს უკვე მსოფლიოს არაერთ წერტილში შეეძლოთ ჩაფრენა ვიზის გარეშე, ხოლო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ ქართველ მოგზაურებს ევროპის მიმართულებებითაც გაუმარტივა ტურისტული მოგზაურობები. შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე უამრავმა ქართველმა იმოგზაურა უპრობლემოდ, თუმცა ქართული პასპორტის მოქმედების უპირატესობები საბედნიეროთ ამით არ სრულდება.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, 2019 წლის გაზაფხულის სეზონიდან საქართველოს პასპორტით კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება მარტივად მოგზაურობა შესაძლებელი. 2019 წლის 14 აპრილიდან თქვენ შეგეძლებათ ესტუმროთ ტაილანდს და გართულებული სავიზო რეჟიმის მაგივრად, პირდაპირ უცხო ქვეყნის საზღვარზე აიღოთ. ასეთი Visa on Arrival სავიზო რეჟიმი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება ქართველი ტურისტებისათვის და მსგავსი სტილით აღებული ვიზა ტაილანდის სამეფოში ჯამში 15 დღიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას მოგვცემს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკვე 14 მარტიდან ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ ქვეყნებს შორის მიმოსვლა დიპლომატიური და ასევე სამსახურეობრივი პასპორტის ქონის შემთხვევაში. ასეთი იდეალური სიტუაციის შექმნისათვის საჭირო შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შორის წარმატებულად გაფორმდა 2018 წელს, კონკრეტულად კი 26 სექტემბერს.

საბედნიეროდ ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება საბოლოო სასიხარულო ამბავი არ არის ამ სფეროში. როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლის 31 მარტს საქართველოს ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციაც ეწვევა სტუმრად. აღნიშნული ვიზიტი 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება საბოლოო ჯამში და დელეგაციას ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტური სასივატ ვონგსინსვატი ედგება სათავეში.

ტაილანდის სამეფოს მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან აღნიშნული მხარის სოფლიოს მეორნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტაილანტის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი პირებიც. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ეგიდით.  

თბილისი ბანგკოკი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
21 September 202610 October 20261 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 506 -დან
12 October 20268 December 20261 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 415 -დან
11 November 202624 November 20261 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 462 -დან
10 December 202627 December 20261 StopSCATავიაბილეთები 1 713 -დან
17 January 20277 February 20271 StopSCATავიაბილეთები 1 722 -დან
2 February 202716 February 20271 StopSCATავიაბილეთები 1 713 -დან
11 March 202723 March 20271 StopSCATავიაბილეთები 1 848 -დან
11 April 202731 May 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 2 106 -დან
29 May 202731 May 20272 StopsQatar Airwaysავიაბილეთები 2 211 -დან
17 June 202724 June 20272 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 2 489 -დან
13 July 202710 August 20273 StopsIndiGoავიაბილეთები 2 122 -დან
9 August 202716 August 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 2 234 -დან
Exit mobile version