ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Visa on Arrival უკვე ტაილანდში

aviabiletebi tailandis

საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს მსოფლიოს სხვა ეროვნულ პასპორტებთან შედარებით. აქამდე საქართველოს მოქალაქეებს უკვე მსოფლიოს არაერთ წერტილში შეეძლოთ ჩაფრენა ვიზის გარეშე, ხოლო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ ქართველ მოგზაურებს ევროპის მიმართულებებითაც გაუმარტივა ტურისტული მოგზაურობები. შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე უამრავმა ქართველმა იმოგზაურა უპრობლემოდ, თუმცა ქართული პასპორტის მოქმედების უპირატესობები საბედნიეროთ ამით არ სრულდება.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, 2019 წლის გაზაფხულის სეზონიდან საქართველოს პასპორტით კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება მარტივად მოგზაურობა შესაძლებელი. 2019 წლის 14 აპრილიდან თქვენ შეგეძლებათ ესტუმროთ ტაილანდს და გართულებული სავიზო რეჟიმის მაგივრად, პირდაპირ უცხო ქვეყნის საზღვარზე აიღოთ. ასეთი Visa on Arrival სავიზო რეჟიმი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება ქართველი ტურისტებისათვის და მსგავსი სტილით აღებული ვიზა ტაილანდის სამეფოში ჯამში 15 დღიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას მოგვცემს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკვე 14 მარტიდან ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ ქვეყნებს შორის მიმოსვლა დიპლომატიური და ასევე სამსახურეობრივი პასპორტის ქონის შემთხვევაში. ასეთი იდეალური სიტუაციის შექმნისათვის საჭირო შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შორის წარმატებულად გაფორმდა 2018 წელს, კონკრეტულად კი 26 სექტემბერს.

საბედნიეროდ ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება საბოლოო სასიხარულო ამბავი არ არის ამ სფეროში. როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლის 31 მარტს საქართველოს ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციაც ეწვევა სტუმრად. აღნიშნული ვიზიტი 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება საბოლოო ჯამში და დელეგაციას ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტური სასივატ ვონგსინსვატი ედგება სათავეში.

ტაილანდის სამეფოს მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან აღნიშნული მხარის სოფლიოს მეორნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტაილანტის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი პირებიც. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ეგიდით.  

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 აპრილი 202510 მაისი 20252 ᲒაჩერებაAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 1 859 -დან
7 მაისი 202518 მაისი 20252 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 935 -დან
29 ივნისი 202512 ივლისი 20252 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 766 -დან
1 ივლისი 20258 ივლისი 20252 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 807 -დან
7 აგვისტო 202528 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 2 062 -დან
13 სექტემბერი 202527 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაAir Astanaავიაბილეთები 2 019 -დან
1 ოქტომბერი 202515 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაKuwait Airwaysავიაბილეთები 1 691 -დან
15 ნოემბერი 202527 ნოემბერი 20252 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 873 -დან
1 დეკემბერი 20258 დეკემბერი 20252 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 845 -დან
12 იანვარი 202626 იანვარი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 845 -დან
7 მარტი 202620 მარტი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 107 -დან
Exit mobile version