ავიაბილეთები ყველაზე იაფად

შიდა ფრენებზე ტენდერი, ჯამში 12 მიმართულებით გამოცხადდა

შიდა ფრენები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში მგზავრთა გადაყვანისა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ავიარეისების ორგანიზებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ელექტრონული ტენდერი შიდა ფრენებზე, ორ ნაწილად, ჯამში 12 მიმართულებაზე გამოცხადდა. მათ შორის, ფრენები ახალი მიმართულებებითაც შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თბილისის , ქუთაისის , ბათუმის , თელავის, ამბროლაურისა და მესტიის მიმართულებით, ერთმანეთს დაუკავშირდება საქართველოში არსებული ყველა აეროპორტი.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ახალი ტენდერი შიდა ფრენებთან დაკავშირებით, რომელიც სუბსიდირებულია საქართველოს მთავრობის მიერ. ტენდერი მიზნად ისახავს ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირებას.

მას შემდეგ, რაც თელავის აეროპორტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ისიც ჩართული იქნება შიდა ფრენების მიმართულებით და თელავის აეროპორტს ყველა დანარჩენ აეროპორტთან დავაკავშირებთ. პროექტი მიზანიად ისახავს კიდევ უფრო გაიზარდოს ქვეყნის შიგნით მობილობა და ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას. ამასთან, კიდევ უფრო საინტერესო გახდეს მოგზაურებისთვის საქართველოში ვიზიტი”, – აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი – ირაკლი ქარქაშაძე.

თვითმფრინავის ბორტზე, მგზავრთა რაოდენობა მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირია:

შესყიდვის ვადა 1 წლიანია. ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, შესასყიდი ადგილების რაოდენობა, რეისზე ორივე მიმართულებით, საორიენტაციოდ ჯამში 47,760 ადგილი უნდა იყოს.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საკეთესო ფასად. დაგვირეკეთ: 551 907 907

Exit mobile version