ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ავიარეისები თელ-ავივის მიმართულებით თბილისიდან და ბათუმიდან

ფრენები ემატება თელავიივზე

საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირეები იზრდება. ავიაკომპანიები Georgian Airways-ი, EL AL Airlines-ი, Arkia და Israair Airlines-ი უკვე დადასტურებულ განრიგს გვთავაზობენ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

Georgian Airways

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თელ ავივის მიმართულებით იწყებს ავიარეისების შესრულებას. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ავიაკომპანია თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

ავიაკომპანიის განცხადებით, Georgian Airways-ი თბილისსა და თელ ავივს შორის საჰაერო მიმოსვლას 11 აპრილიდან დაიწყებს. ფრენები შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

EL AL

თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ფრენებს განაახლებს ისრაეული ავიაკომპანია EL AL Airlines-ი.

EL AL Airlines-ი თელ ავივსა და თბილისს შორის ავიარეისებს 19 აპრილიდან განაახლებს. ავიაკომპანია კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს.

EL AL Airlines-ი ფრენებს შეასრულებს, ასევე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს.

Arkia

ავიაკომპანია Arkia თელ ავივი-თბილისი- თელ ავივის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შეასრულებს რეისებს. Arkia, ასევე, თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.

თბილისი თელ-ავივიის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
11 სექტემბერი 202515 სექტემბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 964 -დან
30 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 721 -დან
5 ნოემბერი 20259 ნოემბერი 2025El Al Israel Airlinesავიაბილეთები 605 -დან

Israir Airlines

ავიაკომპანია Israir Airlines-ი მაისიდან თელ ავივივსა და ბათუმს შორის კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს ფრენებს. თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის მიმართულებით კი, ივნისიდან კვირაშ 5 სიხშირით იფრენს.

გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების შეძენამდე უნდა გადაამოწმოთ საზღვრის კვეთასთან არსებული რეგულაციები წარმომადგენლობით საკონსულოებში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბათუმი თელ-ავივიის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 სექტემბერი 202523 სექტემბერი 2025Arkiaავიაბილეთები 364 -დან
21 ოქტომბერი 202526 ოქტომბერი 2025El Al Israel Airlinesავიაბილეთები 719 -დან
7 ნოემბერი 202518 ნოემბერი 2025Arkiaავიაბილეთები 661 -დან
Exit mobile version