ავიაბილეთები ყველაზე იაფად

TAV Georgia-ს ინვესტიცია: თბილისის აეროპორტის სახანძრო სამსახურის შენობა 40%-ით გაფართოვდა

tbilisi airport

TAV Georgia-ს ინვესტიციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის შენობა 40%-ით გაფართოვდა.

გაფართოებული ინფრასტრუქტურა და მულტიფუნქციური სივრცე

განახლებული ნაგებობა $1000 მ^2$ ფართობს მოიცავს. ამ ტერიტორიაზე, სახანძრო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, განთავსებულია სამეთვალყურეო კოშკურა, საავარიო ოპერატიული ცენტრი, სასწავლო ცენტრი, საწყობი, ოფისები და სხვა საჭირო სივრცეები.

ICAO-ს მე-9 კატეგორია და პერსონალის საჭიროებები

აეროდრომის ტერიტორიაზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურს ICAO-ს სტანდარტით მე-9 კატეგორია მიენიჭა. ამ ცვლილების შედეგად გაიზარდა მეხანძრე-მაშველების რაოდენობა და დადგა მათთვის დამატებითი კომფორტისა და ხარისხიანი სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ ICAO (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) აეროდრომების სახანძრო-სამაშველო მზადყოფნას სულ 10 კატეგორიით აფასებს. ეს კატეგორიები იმ საჰაერო ხომალდების ზომითა და ტიპებით განისაზღვრება, რომლებსაც აეროპორტი ემსახურება.

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ერევანი24 იანვარი 202625 იანვარი 2026ავიაბილეთები 199 -დან
ბაქო25 იანვარი 202619 თებერვალი 2026ავიაბილეთები 221 -დან
სტამბოლი19 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 229 -დან
ჟენევა11 თებერვალი 202618 თებერვალი 2026ავიაბილეთები 232 -დან
მილანი1 თებერვალი 20268 თებერვალი 2026ავიაბილეთები 258 -დან
ანკარა16 მარტი 202622 მარტი 2026ავიაბილეთები 285 -დან
სოჭი11 თებერვალი 202613 თებერვალი 2026ავიაბილეთები 313 -დან
მინვოდი24 იანვარი 202625 იანვარი 2026ავიაბილეთები 323 -დან

მაღალი კლასის ხომალდების მომსახურება და ავტოპარკის განახლება

მე-9 კატეგორია, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახური აკმაყოფილებს, მაღალი კლასის საჰაერო ხომალდებს მოიცავს (B777, B787, A350 და მსგავსი ტიპები). ეს კატეგორია, მეხანძრე-მაშველების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, მოითხოვს მაღალი ტევადობის სახანძრო მანქანებს, უმოკლეს დროში რეაგირების შესაძლებლობას, დამატებით ინფრასტრუქტურას, ტექნიკასა და ოპერატიულ სივრცეს.

TAV Georgia-მ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს მოთხოვნები ეტაპობრივად უზრუნველჰყო. მათ შორის, განაახლა ფრენების სახანძრო უზრუნველყოფის სამსახურის ავტოპარკი და შეიძინა სრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების, სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი სახანძრო-სამაშველო მანქანა. ამ ეტაპისთვის აღნიშნული სამსახური დაკომპლექტებულია სათანადოდ აღჭურვილი 4 ერთეული ძირითადი და 3 ერთეული დამხმარე სახანძრო-სამაშველო ავტომობილით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version