ავიაბილეთები ყველაზე იაფად

მახაჩყალის აეროპორტის განრიგში თბილისის მიმართულება გამოჩნდა

თბილისი მახაჩკალა

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიის და მახაჩყალის საჰაერო ხაზზე ავიამიმოსვლას იწყებს. შესაბამისი ინფორმაცია მახაჩყალის აეროპორტის განრიგშია ასახული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ავიახაზები ახალი მიმართულებით ფრენებს 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე, ანუ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე შეასრულებს. ავიარეისები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ მახაჩყალის მიმართულებით რეისების შესრულებაზე ინფორმაცია ჯერ „ჯეორჯიან ეარვეისი“ -ს გვერდზე წარმოდგენილი არ არის. დღეისათვის, აღნიშნულ მიმართულებაზე ერთი გადაჯდომით ფრენებს რუსული ავიაკომპანიები RedWings და Azimuth Airlines -ი ახორციელებენ.

თბილისი მახაჩკალა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 მაისი 20246 ივნისი 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 037 -დან
5 ივნისი 202412 ივნისი 20241 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 924 -დან
10 ივნისი 202412 ივნისი 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 106 -დან
29 ივნისი 202413 ივლისი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 448 -დან
15 ივლისი 202417 ივლისი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 986 -დან
27 ივლისი 20242 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 063 -დან
7 აგვისტო 202416 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 879 -დან
10 აგვისტო 20247 სექტემბერი 20242 ᲒაჩერებაAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 982 -დან

 

რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართული ავიაკომპანია ბათუმიდან მოსკოვის, ხოლო თბილისიდან კი პეტერბურგისა და მახაჩყალის მიმართულებით ფრენების დაწყებას განიხილავდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. „ჯორჯიან ეარვეისი“ ერთ-ერთი პირველი იყო, რუსულ ავიაკომპანიებთან ერთად, რომელმაც რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე გამოთქვა სურვილი და დღეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ასრულებს რეისებს.

შეიძინეთ ავიაბილეთები Georgian Airways -ის ფრენებზე საუკეთესო ფასად ჩვენთან. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version