ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების რეკორდული მაჩვენებლები – 6.3 მილიონზე მეტი მგზავრი

Tbilisi batumi airports record

2025 წელი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის გამორჩეული და უპრეცედენტო შედეგებით ხასიათდება. კომპანია „ტავ ჯორჯიას“ უახლესი მონაცემებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდამ არსებულ მოლოდინს გადააჭარბა. 14 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული ორი აეროპორტი ჯამურად უკვე 6,349,279 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნის საავიაციო ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. არსებული დინამიკის გათვალისწინებით, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ჯამური ნაკადი 6,6 მილიონ მგზავრს მიაღწევს.

2025 წელი რეკორდული აღმოჩნდა როგორც დედაქალაქის, ისე ზღვისპირა ქალაქის აეროპორტებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიღწევა  ისტორიაში პირველად, წლიურმა მგზავრთნაკადმა 5-მილიონიან ნიშნულს დეკემბრის დასაწყისშივე გადააჭარბა. პარალელურად, შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ბათუმშიც, სადაც ჯერ კიდევ ოქტომბერში მგზავრთა რაოდენობა მილიონს გასცდა.

სტატისტიკური მონაცემები ზაფხულის პერიოდში პიკურ დატვირთვაზეც მეტყველებს:

თბილისი: აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა 12 აგვისტოს, როდესაც აეროპორტი 24 საათის განმავლობაში 21,959 მგზავრს მოემსახურა და 97 ავიარეისი მიიღო/გაისტუმრა.

ბათუმი: ზღვისპირა ქალაქისთვის ყველაზე დატვირთული დღე 24 აგვისტო აღმოჩნდა – შესრულდა 35 რეისი და აეროპორტი მოემსახურა 8,446 მგზავრს.

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი15 მარტი 202621 მარტი 2026ავიაბილეთები 237 -დან
სოჭი31 დეკემბერი 202513 იანვარი 2026ავიაბილეთები 255 -დან
ბრიუსელი25 თებერვალი 20263 მარტი 2026ავიაბილეთები 270 -დან
ბაქო17 იანვარი 202624 იანვარი 2026ავიაბილეთები 272 -დან
ერევანი23 იანვარი 202630 იანვარი 2026ავიაბილეთები 278 -დან
მილანი8 თებერვალი 202615 თებერვალი 2026ავიაბილეთები 292 -დან
სტოკჰოლმი3 თებერვალი 202610 თებერვალი 2026ავიაბილეთები 298 -დან

ზრდის ტემპი და ახალი ავიაკომპანიები ბაზარზე

ზრდის ტემპი შთამბეჭდავია პროცენტულ ჭრილშიც. თბილისის აეროპორტში, გასულ წელთან შედარებით, ნაკადი 13%-ით, ხოლო პანდემიამდელ (2019 წლის) პერიოდთან შედარებით – 45%-ით არის გაზრდილი. კიდევ უფრო მასშტაბურია ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც წლიური მატება 30%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ 96%-ს უტოლდება.

მგზავრთნაკადის მსგავსი ზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლასა და არსებული არეალის გაფართოებასთან, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ავიაბილეთების შეძენა სხვადასხვა მიმართულებით. 2025 წლის მონაცემებით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს 61 ავიაკომპანია, რომლებიც რეისებს 67 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარს 8 ახალი ავიაკომპანია შეემატა, რამაც მგზავრებს ავიაბილეთების კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა. ახალ პარტნიორებს შორის არიან ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა: British Airways, Air Serbia, EasyJet, Edelweiss, Transavia France, Vision Air, Fly Khiva და Air Samarkand.

„ტავ ჯორჯიაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ წლის დარჩენილ პერიოდში მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და 2025 წელი საბოლოოდ 6,6-მილიონიანი ნიშნულით დაიხურება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version