Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბანგკოკი თბილისის ავიარეისები დაინიშნა

tbilisi bangkok flights

საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა კიდევ ერთ ავიაკომპანიას მიენიჭა. ამჯერად, ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას საქართველოს მიმართულებით.

Thai Air Asia X 5 წლის წინ, 2014 წელს დაარსდა ტაილანდში და ის თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური და წარმატებული ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ბაზა ბანგკოკში, დონ მიუანგის საერთაშორისო აეროპორტშია.

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა 2019-2020 წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში განხორციელდება. ჯამში, 6 ჩარტერული  რეისი განხორცილდება : 25, 27, 28, 29 დეკემბერს და 1, 2 და 6 იანვარს. აღნიშნული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

Thai Air Asia X – ს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულების უფლება საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ თავდაპირველად 21 ოქტომბერს, 2 რეისზე მიენიჭა. ავიაკომპანიამ, დამატებითი განცხადების გაკეთების შემდეგ კი, კიდევ 4 რეისის შესრულების ნებართვა 27 ნოემბერს მიიღო.

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
25 ოქტომბერი 20262 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 844 -დან
19 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 800 -დან
7 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 596 -დან
12 იანვარი 202727 იანვარი 20271 ᲒაჩერებაJazeera Airwaysავიაბილეთები 1 713 -დან
28 თებერვალი 20277 მარტი 20271 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 700 -დან
7 მარტი 202712 მარტი 20271 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 810 -დან
16 აპრილი 202723 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 083 -დან
13 მაისი 202716 მაისი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 163 -დან
7 ივნისი 202714 ივნისი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 209 -დან
11 ივლისი 202718 ივლისი 20271 ᲒაჩერებაChina Easternავიაბილეთები 2 284 -დან
29 აგვისტო 20277 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 234 -დან
Exit mobile version