ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბანგკოკი თბილისის ავიარეისები დაინიშნა

tbilisi bangkok flights

საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა კიდევ ერთ ავიაკომპანიას მიენიჭა. ამჯერად, ტაილანდური ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას საქართველოს მიმართულებით.

Thai Air Asia X 5 წლის წინ, 2014 წელს დაარსდა ტაილანდში და ის თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური და წარმატებული ავიაკომპანიაა. მისი მთავარი ბაზა ბანგკოკში, დონ მიუანგის საერთაშორისო აეროპორტშია.

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლა 2019-2020 წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში განხორციელდება. ჯამში, 6 ჩარტერული  რეისი განხორცილდება : 25, 27, 28, 29 დეკემბერს და 1, 2 და 6 იანვარს. აღნიშნული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება და ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

Thai Air Asia X – ს საქართველოს მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულების უფლება საქართველოს მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ თავდაპირველად 21 ოქტომბერს, 2 რეისზე მიენიჭა. ავიაკომპანიამ, დამატებითი განცხადების გაკეთების შემდეგ კი, კიდევ 4 რეისის შესრულების ნებართვა 27 ნოემბერს მიიღო.

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 დეკემბერი 20258 იანვარი 20261 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 778 -დან
17 იანვარი 20262 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 413 -დან
3 თებერვალი 202610 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 458 -დან
5 მარტი 202619 მარტი 20261 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 505 -დან
1 აპრილი 202612 აპრილი 20261 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 707 -დან
12 მაისი 202626 მაისი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 2 003 -დან
6 აგვისტო 202616 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაIndiGoავიაბილეთები 1 585 -დან
Exit mobile version