Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა IATA-ს აუდიტი წარმატებით გაიარა

tbilisi airport

თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უსაფრთხოების და მომსახურების მაღალი სტანდარტები – საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ ჩატარებული რესერთიფიცირების აუდიტი წარმატებით გაიარა და საერთაშორისო აღიარება ISAGO-ს სერთიფიკატის სახით ხელახლა მოიპოვა.

ISAGO წარმოადგენს მნიშვნელოვან დასტურს იმისა, რომ აეროპორტში მიწისზედა მომსახურება სრულად შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს და ხარისხის მაღალ დონეს. აღნიშნული სერთიფიკატი დადებითად მოქმედებს აეროპორტის საერთაშორისო იმიჯზე და ზრდის ავიაკომპანიების ნდობას, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არსებული და პოტენციური ავიაგადამზიდავების მოზიდვაში.

იაფი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 157 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202610 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 003 -დან
ამსტერდამი17 ივნისი 202724 ივნისი 2027Transaviaავიაბილეთები 748 -დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 340 -დან
ათენი4 იანვარი 20278 იანვარი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 458 -დან
აბუ-დაბი14 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 929 -დან

თბილისის აეროპორტი ამ აღიარებას მანამდეც ფლობდა, თუმცა მიმდინარე რევიზიის წარმატებით დასრულების შემდეგ მისი მოქმედების ვადა განახლდა. ახალი სერთიფიკატი 2025 წლის ოქტომბერში გადაეცემა აეროპორტის მმართველ კომპანიას – ტავ ჯორჯიას, და ორი წლის ვადით იმოქმედებს.

ტავ ჯორჯია უკვე ორი ათწლეულია, რაც საქართველოში ოპერირებს და მართავს როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისთვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებაა. ISAGO-ს სერთიფიკატი სწორედ ამ მისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასტურია.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version