ავიაბილეთები ყველაზე იაფად

Routes Europe-მ თბილისის აეროპორტი ევროპის საუკეთესო აეროპორტების ნომინანტთა ხუთეულში დაასახელა

tbilisi airport

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იმ ევროპული აეროპორტების ნომინანტთა ტოპ-5-ში შეიყვანა, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონამდე აღწევს.

ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტის ტიტული 2025 წლის 9 აპრილს, სევილიაში, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება. ასევე, აქვე დასახელდება წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდნენ ბრემენის, კორფუს, ლონდონის და ვილნიუსის აეროპორტები.

საუკეთესო აეროპორტები ავიაკომპანიების მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩევა, სადაც გათვალისწინებული იქნება მგზავრთნაკადის ზრდა, ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატება. ავიაკომპანიებს კი აეროპორტები აფასებენ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილების მიხედვით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი29 სექტემბერი 202512 ოქტომბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 431 -დან
ალმაატა28 ნოემბერი 20257 დეკემბერი 2025Air Astanaავიაბილეთები 907 -დან
ამსტერდამი24 დეკემბერი 202531 დეკემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 561 -დან
ანკარა21 ოქტომბერი 202531 ოქტომბერი 2025AJetავიაბილეთები 322 -დან
ათენი6 ნოემბერი 202517 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 402 -დან
აბუ დაბი15 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 810 -დან

 

2024 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – 2023 წელთან შედარებით 29%-იანი მატება იყო. ამასთან, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან აეროპორტი ოთხ ახალ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლებს:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი შეფასებით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებული რეისების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4%-ით მოიმატებს და 5 მილიონს მიაღწევს.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version