Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

“ტავ ჯორჯიას” 2025 წლის გეგმები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის – სრული მიმოხილვა

ბათუმის აეროპორტის გაფართოება

” ტავ ჯორჯია “, რომელიც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს, აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ამ ობიექტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით. 2025 წელს ბათუმის აეროპორტში დაგეგმილია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელთა ნაწილი უკვე დაწყებულია, ხოლო დანარჩენზე სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. წელს, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT სისტემებისა და საოპერაციო ტექნიკის განახლებისთვის, კომპანიის მიერ გამოყოფილია 12.5 მილიონი ლარი.

ტავ ჯორჯია -ს ტექნიკური მენეჯერის, ალუდა ცაბაურის თქმით, დაგეგმილია როგორც აეროდრომის, ისე ტერმინალის განახლება. მგზავრთა მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, კომპანიის მიზანია, ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს და მომსახურების მაღალი ხარისხი შეინარჩუნოს.

კომპანიის განცხადებით, პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის დასრულდება მგზავრების დახვედრის სივრცის გაფართოება და ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს როგორც მგზავრებს, ისე საოფისე და კომერციულ დანიშნულებას. იგეგმება ასევე პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება და ტერმინალის წინა ნაწილის მოდერნიზაცია.

ფრენები ბათუმიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi12 October 202616 October 2026Red Wingsავიაბილეთები 317 -დან
Baku11 October 202612 October 2026Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 472 -დან
Chelyabinsk27 September 202628 September 2026Red Wingsავიაბილეთები 995 -დან
Dubai10 June 202720 June 2027Flydubaiავიაბილეთები 1 805 -დან
Yerevan20 September 202624 September 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 276 -დან
Nizhniy Novgorod19 October 202619 October 2026Red Wingsავიაბილეთები 831 -დან
Istanbul11 November 202618 November 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 379 -დან
Krasnodar23 October 202627 October 2026Red Wingsავიაბილეთები 415 -დან
Samara29 December 20269 January 2027Red Wingsავიაბილეთები 780 -დან
Kazan24 September 202626 September 2026Red Wingsავიაბილეთები 1 004 -დან

გარდა ამისა, დაგეგმილია ბათუმის აეროპორტი -ს აეროდრომის ტერიტორიაზე თვითმფრინავების სადგომის გაფართოება 8200 მ²-ით და დაზიანებული საფარის რეაბილიტაცია 14 000 მ² ფართობზე. ამით აეროპორტს საშუალება ექნება ერთდროულად მოემსახუროს 9 საშუალო ზომის თვითმფრინავს (ICAO: C კოდი) და ერთ ვერტმფრენს.

ასევე, იგეგმება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის სარემონტო სამუშაოები კრიტიკულ ზონებში 45 000 მ²-ზე. მგზავრთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რომელიც შესამჩნევად აღემატება როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებს, კომპანიას ავალდებულებს უზრუნველყოს აეროპორტის გამტარუნარიანობის გაუმჯობესება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version