ავიაბილეთები ყველაზე იაფად

სქაი ექსპრეს საქართველო, ავიაკომპანია

Sky Express georgia

სქაი ექსპრესი არის ბერძნული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც 2005 წელს დაარსდა. ავიაკომპანია ბაზირებულია ათენში. მისი მთავარ ცენტრს, ათენის საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენს.

სკაი ექსპრესი საბერძნეთის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა , რისთვისაც არაერთხელ აქვს მიღებული ჯილდო ათენის საერთაშორისო აეროპორტისგან. ასევე, არის IOGR ჯგუფის წევრი. ჯგუფის, რომელიც ამაყობს დიდი გამოცდილებით ტურიზმისა და ავიაციის სფეროებში.

ავიაკომპანია ცნობილია მდგრადობითა და ხარისხიანი მომსახურებით. ორიენტირებულია მარშრუტების ქსელის გაფართოებაზე, მაღალი უსაფრთხოებისა და ოპერატიული სტანდარტების შენარჩუნებაზე.

სქაი ექსპრესი

რა მიმართულებით ახორციელებს ფრენებს სკაი ექსპრესი ?

სქაი ექსპრესი ოპერირებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულბებზე და მოიცავს მარშრუტების ქსელს, რომელიც ერთამანეთთან აკავშირებს საბერძნეთის სხავდასხვა კუნძულსა და ევროპულ ქალაქებს საბერძნეთთან.

2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სქაი ექსპრესი ჯამში 9 ქვეყანაში – 31 შიდა და 15 საერთაშორისო მიმართულებაზე ახორციელებს ფრენებს. საერთაშორისო მიმართულებები მოიცავს: ბრიუსელი, სოფია, ლარნაკა, პარიზი , მარსელი, ლილე, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, მიუნხენი, მილანი , რომი, ვარშავა და სხვ.

აღსანიშნავია, რომ სულ მალე ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელს, საქართველოც დაემატება.

სქაი ექსპრეს საქართველო -ს მიმართულებით ოპერირებას 2024 წლის 6 ნოემბრიდან გეგმავს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი ათენი ათენი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე, კვირაში სამი სიხშირით – ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შემოგვთავაზებს.

თბილისი ათენი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
19 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 520 -დან
4 ნოემბერი 20255 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 472 -დან
11 დეკემბერი 202515 დეკემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 468 -დან

 

ავიაკომპანია sky express ფლობს თანამედროვე ფლოტს. შედგება Airbus ტიპის საჰაერო ხომალდებისგან, რომლებიც ცნობილია საწვავის მოხმარების ეფექტურობითა და კომფორტით. უფრო კონკრეტულად კი: 2 ერთეული AIRBUS A321 neo, 10 ერთეული AIRBUS A320 neo, 10 ერთეული ATR 72-600 და 4 ერთეული ATR 42-500.

სქაი ექსპრესს აქვს მაღალი დონის მომსახურება კონკურენტულ ფასებში, რაც ავიაკომპანიას ხშირად აპოზიციონირებს, როგორც დაბალბიუჯეტურ ავიაგადამზიდავად. ავიაკომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას, და სთავაზობს მათ მომსახურების სხვადასხვა ვარიანტებ, მათ შორის Basic, Plus და Business Class.

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ  მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

sky express georgia

SKY express წარმოგიდგენთ BLISS, SKY Joy, SKY Joy+ და SKY Enjoy ტარიფებს, რომლებიც მორგებულია თითოეული მოგზაურის საჭიროებებზე.

ავიაბილეთის საფასურში შედის 8 ან 13 კგ ხელბარგი და მასთან ერთად ერთი პატარა პირადი ნივთი. ასევე 15 , 23 ან 32 კგ ჩსაბარებელი ბარგი. თითოეული ტარიფი იძლევა შესაძლებლობას დაამატოთ ბარგი ან კილოგრამები არსებულ ბარგზე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ფრენაზე ონლაინ რეგისტრაცია, როგორც წესი, ხელმისაწვდომია დაგეგმილ გამგზავრებამდე 48 საათით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 3 საათით ადრე. ხოლო აეროპორტში რეგისტრაცია კი ფრენამდე 2 საათით ადრე იხსენება და 50 წუთით ადრე იხურება.

შეიძინე სქაი ექსპრესი -ს ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

Exit mobile version