ავიაბილეთები ყველაზე იაფად

შიმქენთი-თბილისი: Scat Airlines-მა ახალი მიმართულება დაამატა

scat airlines new destination

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება დაემატა. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმქენთსა და თბილისს შორის რეგულარული ოპერირება დაიწყო. 15 დეკემბერს შესრულებულმა პირველმა რეისმა მგზავრები Boeing 737 ტიპის ავიალაინერით ჩამოიყვანა.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაადგილებას საქართველოსა და ყაზახეთს შორის, რაც ტურისტებსა და ბიზნეს ვიზიტორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ფრენის განრიგი და დეტალები

ახალი საჰაერო ხაზი რეგულარულ ხასიათს ატარებს და კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს ავიაბილეთები შემდეგი განრიგის მიხედვით შეუძლიათ დაჯავშნონ:

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ, “ტავ ჯორჯიამ”, საინაუგურაციო რეისს აეროპორტში სპეციალური ღონისძიებით უმასპინძლა, რითაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაღრმავება აღნიშნა.

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი11 მარტი 202616 მარტი 2026ავიაბილეთები 328 -დან
ანკარა5 თებერვალი 20268 თებერვალი 2026ავიაბილეთები 329 -დან
კონია18 თებერვალი 202623 თებერვალი 2026ავიაბილეთები 337 -დან
ბაზელი5 თებერვალი 20267 მარტი 2026ავიაბილეთები 352 -დან
დალამანი4 ივნისი 20267 ივნისი 2026ავიაბილეთები 391 -დან
პრიშტინა11 თებერვალი 202618 თებერვალი 2026ავიაბილეთები 396 -დან
სამსუნი20 თებერვალი 202628 თებერვალი 2026ავიაბილეთები 423 -დან
სარაევო23 მაისი 20263 ივნისი 2026ავიაბილეთები 431 -დან
კეისერი1 მარტი 20266 მარტი 2026ავიაბილეთები 433 -დან
ბოდრუმი24 მაისი 20267 ივნისი 2026ავიაბილეთები 454 -დან

5 მიმართულება ყაზახეთიდან

შიმქენთი რიგით მეხუთე ქალაქია ყაზახეთში, საიდანაც თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები უკვე ხორციელდება შემდეგ ქალაქებში:

Scat Airlines საქართველოს ავიაბაზარზე აქტიურად ოპერირებს. გარდა ახალი მიმართულებისა, ავიაკომპანია თბილისიდან აქთაუს მიმართულებით კვირაში 3-ჯერ (Boeing 737 და CRJ-12 ხომალდებით) დაფრინავს, ასევე რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

რატომ შიმქენთი?

შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად განვითარებადი ქალაქია. ის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან მდებარეობს და მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ამავდროულად, შიმქენთის საერთაშორისო აეროპორტი Scat Airlines-ის მთავარი ჰაბია, საიდანაც კომპანია 60-მდე მიმართულებით დაფრინავს.

თუ გეგმავთ მგზავრობას ყაზახეთის ამ ისტორიულ და დინამიკურ ქალაქში, სასურველია ავიაბილეთები წინასწარ შეიძინოთ, რათა ისარგებლოთ საუკეთესო ფასებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version