Site icon ავიაბილეთები ყველაზე იაფად

რამდენიმე თვეში თბილისის აეროპორტს რობოტი ეყოლება

თბილისის აეროპორტი

რობოტი თბილისის აეროპორტშიTAV Georgia -ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ 2025 წლის აპრილში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რობოტი დაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, ამასთან, თბილისის აეროპორტი შეუერთდება იმ აეროპორტებს, სადაც უკვე რობოტები გამოიყენება, რაც მგზავრების ყურადღებასა და ინტერესს აუცილებლად მიიპყრობს.

„უკვე ერთი წელია ვესწრებით სხვადასხვა გამოფენებს, რათა შევარჩიოთ რობოტი, რომელიც შეესაბამება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის მასშტაბებს. ვფიქრობ, 2025 წლის აპრილში ეს ინოვაცია უკვე განხორციელებული იქნება. რობოტი არ ჩაანაცვლებს საინფორმაციო სამსახურს, მაგრამ იქნება დამატებითი, კომფორტული მომსახურება მგზავრებისთვის. ის იმოძრავებს ტერმინალში და დაეხმარება მგზავრებს, უპასუხოს კითხვებს რეისებთან დაკავშირებით,” – აღნიშნავს თეა ზაქარაძე.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi29 December 202624 February 2027Red Wingsავიაბილეთები 157 -დან
Almaty26 October 20262 November 2026Air Astanaავიაბილეთები 1 102 -დან
Amsterdam22 July 202729 July 2027Transaviaავიაბილეთები 824 -დან
Ankara9 November 202616 November 2026Ajetავიაბილეთები 348 -დან
Athens5 November 20269 November 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 474 -დან
Abu Dhabi29 October 20261 November 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 831 -დან
Antalya20 October 20266 November 2026SunExpressავიაბილეთები 426 -დან
Manama12 December 202619 December 2026Gulf Airავიაბილეთები 1 370 -დან
Baku1 June 20274 June 2027Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 635 -დან
Belgrade13 November 202621 November 2026Air Serbiaავიაბილეთები 526 -დან

 

ამასთანავე, ზაქარაძე ხაზს უსვამს, რომ TAV როგორც გლობალური კომპანია, არამხოლოდ საქართველოსთვის მუშაობს რობოტების დანერგვაზე. „TAV-ის მმართველობის ქვეშ არის 125 აეროპორტი, და ბევრ მათგანში უკვე დაინერგა მსგავსი ინოვაციები. მაგალითად, იზმირისა და ბოდრუმის აეროპორტებში რობოტები უკვე გამოიყენება ბარგის მართვის პროცესში,“ – დასძენს ის.

მისივე თქმით, TAV IT-ის გუნდი ცენტრალური სათავო ოფისიდან აქტიურად მუშაობს ამ პროექტზე, და 2025 წლის აპრილში თბილისის აეროპორტში რობოტი ოფიციალურად წარედგინება.

დაჯავშნე იაფი ავიაბილეთები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

Exit mobile version